ქარიმ ბენზემა: ჰიმნს საქართველოსთანაც არ ვიმღერებ!

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ ფრანგულ ტელევიზიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ვერანაირი ძალა აიძულებს, იმღეროს საფრანგეთის ჰიმნი.

შეგახსენებთ, რომ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში შეკრებაზეა და საქართველოს ეროვნულ გუნდთან მატჩისთვის ემზადება, რომელიც პარიზში 22 მარტს გაიმართება.

აი, რა განუცხადა ბენზემამ RMC-ს ინტერვიუში:

"ჰიმნს არასოდეს ვიმღერებ. ვიმეორებ, ვერანაირი ძალა ვერ მაიძულებს, ვიმღერო "მარსელიო", გამორიცხულია.

ფანების ვერც ერთი დაჯგუფება ამას ვერ ეღირსება ჩემგან. უბრალოდ, არ ვმღერი და მორჩა. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ.

ზიდანიც არ მღეროდა ხში
რად ჰიმნს. არიან სხვებიც, ფანების დიდ
ი ნაწილიც არასოდეს მღერის ჰიმნს. რა მოხდა მერე?"

სხვათა შორის, ფრანგული პრესა უფრო იმის გამო აკრიტიკებს "რეალის" ფორვარდს, რომ ნაკრებში 839 წუთია, გოლი არ გაუტანია.

ცნობისთვის, ბენზემა რომ სერბი იყოს, ჰიმნზე უარისთვის ნაკრებიდან გაძევება დაემუქრებოდა - სერბეთის ნაკრების თავკაცმა სინიშა მიხაილოვიჩმა სწორედ ამის გამო "ფიორენტინას" ფორვარდი ადემ ლიაიჩი ნაკრებიდან გარიცხა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჰიმნის დროს ასრულებენ "მარსელიოზას" (მარსელური) - საფრანგეთის რევოლუციის სიმღერას, რომელიც 1792 წელს რუჟ დე ლილმა შექმნა.

ასევე იხილეთ:
სერბი ფეხბურთელი ნაკრებიდან ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმის გამო მოკვეთეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
ოოჰ, ეს ქართველი ჟურნალისტები! თავის გამოჩენა მოინდომა და რუჟე (Rouget!) დე ლილის ნაცვლად რუჟ (ანუ წითელი) დე ლილი დაწერა. სტატიის ავტორს ვეკითხები, ძალიან მაინტერესებს, ამ ფორმით სად ნახა ნეტავი ეს სახელი?
თემო
19:26 19-03-2013
0
ჰაჰ
sandro culle
20:34 19-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული