მასპინძლებს მარკო ვერატი და ტიაგო მოტა არ ეყოლებათ, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ტრავმირებულნი არიან. სამაგიეროდ, დაბრუნდა ჟერემი მენეზი, ვინც უკვე საფრანგეთის ნაკრებში თამაშიც მოასწრო. პარიზელთა რიგებში კარგი განწყობაა, რადგან უეფამ ზლატან იბრაჰიმოვიჩს დისკვალიფიკაცია მოუხსნა და შვედი პსჟ-ს "ბარსასთან" პირველივე შეხვედრაში დაეხმარება.
"მონპელიეს" ისევ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. გუნდს კვლავ აკლია რემი კაბელია, გარი ბოკალი, ქარიმ აიტ-ფანა, მარკო
ამ გუნდების ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას პსჟ ფლობს, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლიგა 1-ში დაბრუნების შემდეგ (2009/10 წლების სეზონი), "მონპელიემ" დღევანდელ მეტოქესთან მხოლოდ 1 მატჩი წააგო, 5 ფრედ დაასრულა და 1 მოიგო. პარიზში სტუდენტური ქალაქის წარმომადგენლებს 2004 წლის შემდეგ არ წაუგიათ (იქიდან მოყოლებული სულ 3 თამაში: 2 ფრე და 1 მოგება).
29 მარტი
პსჟ-მონპელიე 23:30
ბოლო 6 მატჩი:
+3 =1 -2 +3 =1 -2
ურთიერთშეხვედრები:
სულ 41 თამაში: +15 =15 -11 (60-48)
სატურნირო მდგომარეობა
შენიშვნა: "აიაჩოს" -2 ქულა
ბომბარდირები: 25 - იბრაჰიმოვიჩი (პარი სენ ჟერმენი); 16 - ობამეიანი (სენტ ეტიენი); 12 - ცვიტანიჩი (ნიცა), გომისი (ლიონი); 11 - ალიადიერი (ლორიანი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონასთან" ითამაშებს!