ბიქსენტ ლიზარაზუ დევიდ ბექჰემს არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა ბიქსენტ ლიზარაზუმ პსჟ-ის ინგლისელი ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ის ჩინეთში გაემგზავრა ახალგაზრდული საფეხბურთო პროგრამის წარმომადგენლის როლში.

შეგახსენებთ, რომ 29 მარტს პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის 30-ე ტურში ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ "მონპელიეს" დაუპირისპირდება, ხოლო 2 აპრილს - ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ბარსელონას".

"ჩემი აზრით, ჩინეთში გამგზავრება მნიშვნელოვანი მატჩების ფონზე მომზადების არაპროდუქტიული ფორმაა. სხვა არც ერთი კლუბი არ მისცემდა ამის საშუალებას საკუთარ ფეხბურთელებს. ეს, უბრალოდ, არაპროფესიონალურია"
, - თქვა ლიზარაზუმ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული