ზლატან იბრაჰიმოვიჩი: უეინ რუნის ურჩევნია, პსჟ-ში გადმოვიდეს

AutoSharing Option
პსჟ-ის ვარსკვლავმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კომენტარი გააკეთა პრესაში გავრცელებულ ცნობაზე, რომლის თანახმად, უეინ რუნიმ შესაძლოა "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვოს.

რამდენიმე ინგლისურ გამოცემაში დაიწერა, რომ ინგლისელი თავდამსხმელი კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. ჟურნალისტებმა რუნის პერსპექტივებზე აზრი შვედ ფორვარდსაც ჰკითხეს.

"თუკი უეინს სურს, ფეხბურთში საუკეთესო პროექტის მონაწილე გახდეს, მან კონტრაქტი ერთადერთ კლუბთან უნდა გააფორმოს. ჩვენ ვცდილობთ საუკეთესონი არამარტო საფრანგეთში, მთელ ევროპაში ვიყოთ.

ჩემთვის გასაგებია, რატომ ინტერესდებიან გუნდების მეპატრონეები რუნით - ის ხომ ევროპის საუკეთესო ფორვარდთა ათეულშია.

თუმცა ერთი მხოლოდ რუნიმ იცის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ზაფხულში".

ჟურნალისტების აზრით, პსჟ ერთ-ერთი კლუბია იმ მცირეთაგან, რომლებსაც ფეხბურთელისთვის სოლიდური ხელფასის - თვეში თითქმის 1 მლნ ევროს გადახდა შეუძლიათ.

თუმცა პარიზული კლუბის არაბმა მფლობელებმა უკვე განაცხადეს, რომ რუნის პსჟ-სთან რაიმე სახის კავშირი გამოგონილი ამბავია. ამასთან, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონიც ირწმუნება, რომ კლუბი რუნის ზაფხულში გაშვებას არ აპირებს.

მომზადებულია www.thesun.co.uk-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული