ჯოი ბარტონი ტიაგო სილვას აღარ გალანძღავს

AutoSharing Option
"მარსელის" ნახევარმცველმა ჯოი ბარტონმა პირობა დადო, რომ საკუთარ "ტვიტერში" პსჟ-ის მცველის, ტიაგო სილვას მისამართით შეურაცხმყოფელ მესიჯებს აღარ დაწერს. ამის შესახებ "მარსელის" ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.

"მარსელი" და პირადად ჯოი ბარტონი ბოდიშს უხდიან ტიაგო სილვას ყველა იმ შეურაცხმყოფელი მესიჯის გამო, რომელიც ინგლისელმა ფეხბურთელმა საკუთარ "ტვიტერში" ბოლო 36 საათის განმავლობაში გამოაქვეყნა.

"მარსელის" ხელმძღვანელობამ ბარტონს სთხოვა, შეწყვიტოს კონფლიქტის განვითარება. ჯოიმ პირობა დადო, რომ აღარ გამოაქვეყნებს შეურაცხმყოფელ მესიჯებს", - წერია განცხადებაში.

მომზადებულია om.net-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
ჯოი ბარტონმა ტიაგო სილვა გასუქებულ ტრანსვესტიტს შეადარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული