ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეტოქემ კინკლაობისას ყელზე ნაზად აკოცა [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში, "ნიცასა" და პსჟ-ს შორის მატჩში, პარიზელთა შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ყურადღების ცენტრში არამხოლოდ ბომბარდირული თვისებების გამო მოექცა.

"იბრამ" გოლი 11-მეტრიანიდან 65-ე წუთზე შეაგდო, თუმცა სახალისო ამბავი მანამდე მოხდა.

ერთ-ერთ ეპიზოდში ზლატანი და "ნიცას" მცველი რენატო ჩიველი წაკინკლავდნენ. არავინ იცის, რით დასრულდებოდა გაწევ-გამოწევა, არგენტინელს შვედისთვის, მოულოდნელად, ყელზე ნაზად რომ არ ეკოცნა.

VideoSportall.Ge
ნიცას ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ნაზად აკოცა


ძალზე ორიგინალური გზაა კონფლიქტის გადასაჭრელად!

საინტერესო იყო ამის შემდეგ დაბნეული იბრაჰიმოვიჩის საქციელიც - ის მსაჯს მომხდარზე ყურადღების გამახვილებას სთხოვდა,
თუმცა რა უნდა ექნა ამ უკანასკნელს, ძნელი სათქმელია - შვედს ყელზე "დანაშაულის" კვალი არ აღენიშნებოდა; თანაც, არსად წერია, რომ მოედანზე კოცნა არ შეიძლება.

ასევე იხილეთ:
ლიგა 1. XXXIII ტურის წინ: ინტრიგის დაბრუნების შანსი
პსჟ-ის ფეხბურთელებს "ფარულ კამერაში" დასცინეს [VIDEO]
ჯოი ბარტონმა ზლატან იბრაჰიმოვიჩს ცხვირის გამო დასცინა [VIDEO]
ლუის სუარესმა ბრანისლავ ივანოვიჩს უკბინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
თავი რატომ არ გაუტეხა? ... ისე კბენას ისევ კოცნა ჯობია
0
ზლატან, მოედანზე მაინც შეიკავეთ თავი :D
გიო
10:40 23-04-2013
0

სიახლეები პოპულარული