"მამლებს" სამირ ნასრი გამოაკლდა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ამერიკული ტურნეს დროს ტრავმა მიიღო სამირ ნასრიმ და ის ეროვნულ გუნდს გამოაკლდა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი 5 ივნისს ურუგვაის შეხვდება, 9-ში კი ბრაზილიას.

ნასრის ეროვნულ გუნდში ევრო 2012-ის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები და ის ძალიან ბედნიერი იყო იმით, რომ დიდიე დეშამმა მისი გამოძახება გადაწყვიტა, მაგრამ, როგორც ხედავთ, "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველს არ გაუმართლა. იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო ტურში "სამფეროვნებს" დისკვალიფიკაციის გამო იოან კაბაი და პოლ პოგბა ვერ დაეხმარებიან, თავის გამოჩენის შემთხვევაში, 26 წლის ნახევარმცველს ნაკრებში დამკვიდრების
კარგი შანსი მიეცემოდა, მაგრამ...

აქვე დავამატოთ, რომ დეშამის მიერ თავდაპირველად გამოცხადებულ შემადგენლობას უკვე 4 ფეხბურთელი გამოაკლდა. ნასრის გარდა, ესენი არიან: ჟერემი მენეზი, გაელ კლიში და მიკელ ლანდრო. ნასრი ნაკრებში კლემან გრენიემ უნდა შეცალოს, მენეზის ნაცვლად დეშამმა ალექსანდრ ლაკაზეტს უხმო, კლიშის ბენუა ტრემულინა შეცვლის, ლანდროს კი - სტეფან რუფიე.

მეკარეები: უგო ლორისი (ტოტენჰემი), სტივ მანდანდა (მარსელი), სტეფან რუფიე (სენტ ეტიენი).
მცველები: მატიო დებუში (ნიუკასლი), ბაკარი სანია (არსენალი), მამადუ სახო (პსჟ), ლორან კოშიელნი (არსენალი), ელიაკიმ მანგალა (პორტუ), ადილ რამი (ვალენსია), ბენუა ტრემულინა (ბორდო), ჟერემი მატიო (ვალენსია)
ნახევარმცველები: იოან კაბაი (ნიუკასლი), ბლეზ მატუიდი (პსჟ), ეტიენ კაპუ (ტულუზი), იოან გურკუფი (ლიონი), ჯოშუა გილავოგი (სენტ ეტიენი), კლემან გრენიე (ლიონი)
თავდამსხმელები: მატიო ვალბუენა (მარსელი), ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი), დიმიტრი პაიე (ლილი), ქარიმ ბენზემა (რეალი), ოლივიე ჟირუ (არსენალი), ბაფეტიმბი გომისი (ლიონი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნაკრებში ჟერემი მენეზს ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვლის
ასევე დაგაინტერესებთ