"მონაკოს" რუსი მილიარდერი დმიტრი რიბოლოვლევი ფლობს, რომელიც პორტუგალიელის შესაძენად მზად არის, რონალდოს ბონუსად 60 მილიონი ევრო გადაუხადოს და წელიწადში 23 მილიონი ევრო ხელფასი დაუნიშნოს!
ეს ყველაფერი მხოლოდ 2015 წელს შეიძლება მოხდეს, როცა რონალდოს "სამეფო კლუბთან" უმთავრდება ხელშეკრულება. სწორედ ამიტომ მიაჩნიათ ესპანეთში, რომ კრიშტიანო თავს იკავებს ხელშეკრულების გაგრძელებისგან.
რონალდოს მსურველთა სრული სია კი ასეთია: "მონაკო", "პარი სენ-ჟერმენი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "მანჩესტერ სიტი".
ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო