ერიკ აბიდალი: "მონაკო" ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია

AutoSharing Option
ფრანგმა მცველმა ერიკ აბიდალმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"თამაშის გაგრძელება მინდა, მაგრამ ჯერ არ ვიცი, სად. არსებობს რამდენიმე ვარიანტი, მაგრამ კონკრეტული არაფერია.

კარგი იქნებოდა, კარიერა საფრანგეთში დამესრულებინა, მაგალითად, "მონაკოში", თუმცა ეს პრიორიტეტი არაა ჩემთვის. ასევე, შემიძლია პსჟ-ში წავიდე ან ესპანეთში დავრჩე.

ნათელია, რომ "მონაკო" ყველაზე კარგი ვარიანტია. სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღო.

"ლიონში" დაბრუნებაც კარგია. რემი გარდთან საუბარი მქონდა. ის გახარებული იქნება გუნდში ჩემი ხილვით, მაგრამ კლუბის პრეზიდენ
ტთან კონტაქტი ჯერ არ მქონია.

ასევე, კლოდ პუელი "ნიცაში" მიწვევს. ესეც კარგი ვარიანტია. მოკლედ, არც
ერთ კლუბს არ გამოვრიცხავ",
- თქვა აბიდალმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
შენთან მიმართებაში ბარსას შეეშალა
Fibonacci
19:59 07-06-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული