ბენზემას სეზონის მეორე ნახევარში ტრავმა სრული შესაძლებლობის გამოვლენის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ოპერაცია მაინც მოულოდნელი იყო.
ბენზემამ ბრაზილიელებთან 0:3 წაგებულ მატჩში 70 წუთი ითამაშა, მეორე დღეს კი ლიონში ოპერაცია გაიკეთა.
მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, ოპერაცია წარმატებული იყო, თუმცა რამდენი ხნით მოუწევს ფრანგს დასვენება, არ დაკონკრეტებულა.
შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხანია, რაც საზარდულის ოპერაცია გაიკეთა ჩაბი ალონსომ, რომელიც რამდენიმე თვით დააკლდება გუნდს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
21 წლის