იწყება პროცესი, რომელზეც 30 წლის ფრანგ ფეხბურთელს ჯერ ადვოკატი წარმოადგენს, მაგრამ მალე თავად ფეხბურთელსაც დაიბარებენ.
საქმე ეხება 2009 წელს მომხდარ ფაქტს, როცა რიბერიმ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებში პოპულარული მეძავი საჰია დეჰარი მიუნხენში დაპატიჟა და ერთ ღამეში 5000 ევრო გადაუხადა.
იხილეთ ვიდეო
საქმე იმაშია, რომ ესკორტ-გოგონა მაშინ 17 წლის იყო, არასრულწლოვანთან სექსი კი, საფრანგეთის კანონმდებლობით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან 45 000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.
საჰია დღეს უკვე 21 წლისაა, სახელი გაითქვა და დიზაინერად მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი 2010 წელს გასკდა და ფრანგი პოლიტიკოსები მსოფლიოს ჩემპიონატის წინ რიბერის ნაკრებიდან მოკვეთასაც კი ითხოვდნენ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სკანდალი: ფრანკ რიბერის და ქარიმ ბენზემას არასრულწლოვან მეძავთან ისტორია გაუხსენეს
აბა რიბერის პასპორტი უნდა მოეთხოვა წინასწარ?