"ბარსელონამ" პსჟ-ს პირველი წინადადებით მიმართა: 32 მილიონი ტიაგო სილვაში

AutoSharing Option
როგორც ჩანს, პარიზელთა განცხადების მიუხედავად - ტიაგო სილვას "პარი სენ-ჟერმენი" არ გაყიდისო - "ბარსელონა" არ ეშვება ბრაზილიელი მცველის ტრანსფერზე ფიქრს.

ესპანური წყაროები ამტკიცებენ, რომ კატალონიელებმა პირველი ოფიციალური წინადადებით მიმართეს პსჟ-ს - ისინი ტიაგო სილვას სანაცვლოდ 32 მილიონ ევროს იხდიან.

სავარაუდოდ, პსჟ ამ წინადადებას უარყოფს, რადგან თავის დროზე სილვაში მეტი გადაიხადეს, თუმცა მოლაპარაკების პროცესში "ბარსელონა" თანხის მომატებასაც აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სილვას აგენტმა პაულო ტონიეტომ განაცხადა, რომ "ბარსას" წარმომადგენლებთან ამ საკითხზე არ ულაპარაკია, თუმცა ფეხბურთელისგან "ბარსელონაში" თამაშის პერსპექტივაზე უარის თქმა ძნელად
წარმოუდგენია.

ასევე იხილეთ:
პსჟ-ს პრეზიდენტი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიაგო სილვა რჩებიან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული