27 წლის კოლუმბიელი მადრიდის "ატლეტიკოდან" "მონაკოში" წავიდა, რომელიც ლიგა 1-ში ახლახან დაბრუნდა.
ფორვარდის არჩევანი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად მიიჩნევა, არაერთმა გააკრიტიკა. ითქვა, რომ რადამელი ფულს დახარბდა.
"ჩვენი მიზანი ნათელია - ყველა შეჯიბრის გამარჯვებული უნდა გავხდეთ, სადაც კი გამოვდივართ.
ისეთ კლუბში გადასვლას, როგორიც "მონაკოა", ნებისმიერი მოთამაშე ინატრებდა, ხოლო იმის გააზრება, რომ უდიდესი პროექტის ნაწილი ხარ, თავდაჯერებასა და სიმშვიდეს გმატებს.
ჩემი "მონაკოში" გადასვლის მიზეზიც
ბევრი ფიქრობს, რომ ეს შეცდომა იყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩემი კრიტიკოსები მაშინვე შეიცვლიან აზრს, როგორც კი ტიტულების მოგებას დავიწყებთ.
ჩემი პირადი მიზანი იმდენი გოლის გატანაა, რამდენიც "მონაკოს" ჩემპიონობისთვის დასჭირდება. უბედნიერესი ვიქნები, თუკი ბევრს გავიტან", - აქვეყნებს რადამელის ნათქვამს goal.com-ი.
კოლუმბიელი გახარებულია, რომ მასთან ერთად გუნდში იქნებიან ერიკ აბიდალი და ჟერემ ტულალანი, რომლებიც "მონაკოში" ასევე ესპანეთიდან გადავიდნენ.
"ბედნიერი ვიქნები, აბიდალისა და ტულალანის გვერდით რომ ვითამაშებ. ისინი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, რომლებსაც ზურგს უდიდესი გამოცდილება უმაგრებთ. ისინი აუცილებლად აამაღლებენ გუნდის პოტენციალს", - დასძინა ფალკაომ.
ასევე იხილეთ:
კლაუდიო რანიერი: ფული არის, ყველაფერი კარგად იქნება
პრიმერას ტრანსფერები: ეს უკვე ტენდენციაა, ესპანეთიდან გარბიან!