კევინ გამეირო "სევილიაში" ითამაშებს

AutoSharing Option
როგორც ჩანს, ანდალუსიურმა "სევილიამ" აჯობა "ლივერპულს" და "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდ კევინ გამეიროს გაიფორმებს. 26 წლის ფრანგი "სევილიაში" ალვარო ნეგრედოს ბუნებრივ შემცვლელად ესახებათ, რომელიც ახლახან "მანჩესტერ სიტიში" გადაბარგდა.

ნეგრედოსგან განსხვავებით, გამეირო ძვირი არ ღირს - პარიზელები მასში 10 მილიონ ევროს ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ ედინსონ კავანის დამატების შემდეგ (თანაც გუნდში ისევ რჩება ზლატან იბრაჰიმოვიჩი) ძნელი წარმოსადგენია, გამეიროს როლი ლორან ბლანის გუნდში.

კომპანია "პრო სოკერ 24-ის" ცნობით, ეს ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილია და უახლოეს დღეებში ოფიციალურად გაფორმდება. სწორედ ეს კომპანია არის ფრანგი ფორვარდის
წარმომადგენელი.

გასულ სეზონში ლიგა 1-ში კევინ გამეირომ 25 მატჩში 8 გოლი გაიტანა. ბევრი არ არის, თუმცა აღსანიშნავია, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამეირო მხოლოდ 7-ჯერ მოხვდა.სხვათა შორის, "სევილიას" ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს სურდა მისი შეძენა.

ასევე იხილეთ:
"პარი სენ-ჟერმენის" მიზანი: ჩემპიონთა ლიგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული