რადამელ ფალკაოს პირადობის მოწმობაში 2 წელი აქვს გადაკეთებული?

AutoSharing Option
"მონაკოს" კოლუმბიელი ფორვარდი რადამელ ფალკაო სკანდალში გაეხვა. მის სამშობლოში აღმოაჩინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ფალკაო არა 1986 წელს, არამედ 1984 წელს არის დაბადებული და შესაბამისად, ახლა 29 წლისაა.

ბუნებრივია, ბევრი კითხვა გაჩნდება "მონაკოს" ხელმძღვანელობის მხრიდან ფეხბურთელისადმი, რადგან 60 მილიონი ევრო გადაიხადა მასში.

თანაც, ფალკაო თურმე არა ქალაქ სან მარტაში, არამედ ბოგოტაშია დაბადებული. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ფალკაოს პროფესიულ კარიერაში კოლუმბიის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში, "ლანსეროს ბოიაკაში" 13 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი, 14-წლისამ კი გოლების გატანა დაიწყო, რაც ცოტა არ იყოს, მართლაც საეჭვოა.

შეგახსენებთ,
რომ ასაკის გადაკეთება პოსტსაბჭოთა, აფრიკული და ლათინური ამერიკის ქვეყნების სენია სპორტში.

ასევე იხილეთ:
რადამელ ფალკაო: "მონაკოში" გადასვლით შეცდომა არ დამიშვია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული