ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ერთი მიზეზიც არ არსებობს, რომ პარიზიდან წასვლაზე ვიფიქრო

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" შვედმა ფორვარდმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა განაცხადა, რომ პარიზული კლუბის დატოვებას არ აპირებს.

მას მერე, რაც პსჟ-მ ედინსონ კავანი შეიძინა, გავრცელდა ხმები, თითქოს იბრა ურუგვაელთან ერთად თამაშს არ აპირებდა. მაშინვე დაიწერა მადრიდის "რეალის" ინტერესზეც.

"ერთი მიზეზიც არ არსებობს, რომ პსჟ-დან წასვლაზე ვიფიქრო. მე ვარ "პარი სენ-ჟერმენის" წევრი და მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ.

უბრალოდ, ზაფხული დაიწყება თუ არა, ვრცელდება ათასგვარი ჭორი ამა თუ იმ ფეხბურთელზე და მეც ვერ ვიქნები გამონაკლისი. ჩემს
მომავალზე მხოლოდ კლუბის პრეზიდენტთან ვლაპ
არაკობ ხოლმე და ეს ამ ზაფხულს არ გამიკეთებია"
, - განაცხადა ზლატანმა.

მიუხედავად ამისა, ვრცელდება ხმები, რომ ზლატანის აგენტი მინო რაიოლა მადრიდში იყო "რეალთან" მოსალაპარაკებლად.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტი მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობას შეხვდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული