ლუიშ ფიგუ შესაძლოა პსჟ-ის სპორტული დირექტორი გახდეს

AutoSharing Option
პსჟ-ის ახალი სპორტული დირექტორი შესაძლოა ლუიშ ფიგუ გახდეს.

ამჟამად ფიგუ მილანის "ინტერის" ოფიციალური წარმომადგენელია.

პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელი იმ სამ კანდიდატთა შორისაა, რომელთაც შესაძლოა პსჟ-ის სპორტული დირექტორის თანამდებობა დაიკავონ.

მეორე კანდიდატი პსჟ-ის ყოფილი ფორვარდი პედრო პაულეტაა, მესამე კანდიდატის ვინაობა კი არ სახელდება.

შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ლეონარდომ პოსტი სატრანსფერო კამპანიის დასრულების შემდეგ დატოვა.

მომზადებულია Le Parisien-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული