ერიკ აბიდალი: როცა ავად ვიყავი, "ბარსელონა" ხელფასსაც კი არ მიხდიდა

AutoSharing Option
"მონაკოს" და საფრანგეთის ნაკრების მცველმა ერიკ აბიდალმა, რომელმაც "ბარსელონა" ზაფხულში დატოვა, კატალონიურ კლუბთან თავის პრობლემებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ აბიდალს სიმსივნის გამო ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია დასჭირდა და საკმაო ხნით მოედანს ჩამოშორდა.

"პრობლემა ის იყო, რომ კონტრაქტი მიმთავრდებოდა და კლუბის გადასაწყვეტი იყო, გაახანგრძლივებდა თუ არა მას. მე არჩევანი არ მქონდა და ამას ძალიან განვიცდიდი.

აქ საქმე იმდენად ფულში არც იყო. ბოლოს და ბოლოს, "ბარსელონა" იმ თვეებშიც კი არ მიხდიდა, როდესაც ავად ვიყავი.

მაგრამ ახლა "ბარსა" უკან მორჩა და დღეს მე "მონაკოს" ფეხბურთელი
ვარ, რაც ძალიან მახარებს",
- იტყობინება L`Equipe-ი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მე მგონი უმადური კაცია ეგ აბიდალი.
aleks
17:30 06-09-2013
0
ჭორია. ბარსელონა გააკეთებს ოფიციაურ კომენტრს ამაზე
გიო
16:50 06-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული