ტურის მთავარ გმირებად კი დიდიე დეშამი და მისი "მარსელი" უნდა დავასახელოთ. წარმატებული მოსკოვური ვოიაჟისა და "სპარტაკის" რბევის შემდეგ შემდეგ "ოლიმპიკმა" იგივე "მონპელიესაც" იგივე დღე აყარა და სეზონში პირველად, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა. მარსელელებმა თამაშის სადავეები პირველივე წუთებიდან იგდეს ხელთ და ოც წუთში პირველი გოლიც
მარსელელთა სიხარული ერთმა სამწუხარო ამბავმა გააუფერულა - ამ შეხვედრაში ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა მათმა ესპანელმა მცველმა სესარ ასპილიკუეტამ და როგორც ამგვარ შემთხვევებში ხდება ხოლმე, დაახლოებით ექვსთვიანი იძულებითი უქმობა მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულებულია.
როგორც ხედავთ, ცხილში საოცარი სიმჭიდროვეა და წინ გაჭრა თეორიულად, ნებისმიერ გუნდს შეუძლია. ცხადია, ეს არ ეხება "არლს", რომელიც უკვე ჩამოყალიბდა გამოკვეთილ აუტსაიდერად და თუ ასე გააგრძელა, სულ მალე დაკარგავს ელიტაში ადგილის შენარჩუნების შანსს.
"მარსელმა" "ლილს" გატანილ-გაშვებული ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით გაუსწრო. არადა, "ლილმა" "ბორდოსთან" გასვლით მატჩში დაწინაურება მოახერხა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვეღარ შეძლო.
"მარსელისა" და "მონპელიეს" შეხვედრა სატურნირო თვალსაზრისით იყო ცენტრალური, თორემ ისე რა თქმა უნდა, არანაკლებ დიდ ინტერესს "ლიონისა" და პსჟ-ის დაპირისპირება იწვევდა. გამარჯვების შემთხვევაში, პარიზელები ერთპიროვნულად გალიდერდებოდნენ. თავის მხრივ, სამი ქულა "ლიონსაც" თანალიდერად აქცევდა. პირველი ტაიმი არცთუ თვალსასეირო გამოდგა, შესვენების შემდეგ კი კარგი სანახაობა გაჩაღდა და გამარჯვება ორივე გუნდს შეეძლო. მოგებასთან პსჟ უფრო ახლოს იყო, მაგრამ მატჩის ძირითადი დროის ამოწურვამდე სამიოდე წუთით ადრე ბაფეტიმბი გომისმა გაიტანა და ცხრილის სათავეში "მარსელი" დატოვა.
საფრანგეთის ჩემპიონატი. XV ტური
ბრესტი-ლანსი შეწყდა
ლორიენი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 რომაო (61), 2:0 მორელი (86)
მარსელი-მონპელიე 4:0
გოლები: 1:0 ლ. გონსალესი (20), 2:0 ბენ. შეირუ (28), 3:0 ვალბუენა (65), 4:0 რემი (90)
მონაკო-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 პარკი (76. პენ.), 1:0 მულუნგი (85)
გაძევება: დიაკიტე (25. ნიცა)
ნანსი-სენტ ეტიენი 1:1
გოლები: 0:1 პერენი (51), 1:1 ვაირუა (68)
ვალენსიენი-არლი 3:0
გოლები: 1:0 გ. პუიოლი (20), 2:0 კ. სანჩესი (78), 3:0 დანიჩი (83)
ბორდო-ლილი 1:1
გოლები: 0:1 სოუ (35), 1:1 რემი (51. ს.კ.)
ოსერი-ტულუზი 1:2
გოლები: 0:1 ბრაატენი (8), 0:2 სანტანდერი (35), 1:2 ა. ტრაორე (56)
კაენი-სოშო 0:3
გოლები: 0:1 პერკისი (40), 0:2 იდეიე (50), 0:3 მორის-ბელი (63)
ლიონი-პსჟ 2:2
გოლები: 1:0 ა. სისოხო (54), 1:1 ნენე (63), 1:2 ჰორო (83. პენ.), 2:2 გომისი (87)
გაძევება: სისოხო (81. ლიონი)
1. მარსელი 14 7 4 3 25-14 25
2. ლილი 15 6 7 2 25-17 25
3. პსჟ 15 6 6 3 23-15 24
4. მონპელიე 15 7 3 5 13-16 24
5. რენი 14 6 5 3 16-11 23
6. ბორდო 15 6 5 4 19-16 23
7. ლიონი 15 6 5 4 20-18 23
8. ბრესტი 14 6 4 4 14-10 22
9. სოშო 15 6 3 6 25-18 21
10. ლორიენი 15 6 3 6 16-15 21
11. ტულუზი 15 6 3 6 16-16 21
12. სენტ ეტიენი 14 5 5 4 18-16 20
13. ოსერი 15 4 7 4 21-18 19
14. ვალენსიენი 14 4 6 4 16-14 18
15. ნანსი 15 5 3 7 17-25 18
16. ნიცა 15 4 5 6 12-17 17
17. მონაკო 15 2 9 4 15-14 15
18. კაენი 15 3 5 7 16-25 14
19. ლანსი 14 3 5 6 13-22 14
20. არლი 15 1 3 11 9-32 6
ბომბარდირები: ელ არაბი (კაენი), სოუ (ლილი) - 10, პაიე (სენტ ეტიენი), ნენე (პსჟ) - 8.