დიდთოვლობამ ამ ტურშიც შეიტანა კორექტივები, მაგრამ წინა უიქენდისგან განსხვავებით, მატჩის დიდი დროით გადადება არ გახდა საჭირო და ყველა შეხვედრამ მშვიდობიანად ჩაიარა. “ლილისა” და “ლორიანის” დაპირისპირება პარასკევს უნდა გამართულიყო, მაგრამ ზემოთნახსენები კლიმატური პრობლემის გამო ეს გუნდები ერთმანეთს გუშინ შეხვდნენ და... 9-გოლიანი თრილერიც ვიხილეთ. მუსა სოუს პოკერის შესრულებაში ხელი სტუმართა მცველმა ბაკამ შეუშალა, რომელმაც საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მოკლედ, აქამდე თუ ცხრათავიანი გველეშაპის შესახებ გსმენიათ, ახლა იცოდეთ, რომ 9-გოლიანი მატჩიც შეიძლება შედგეს ისეთ მაღალი დონის ჩემპიონატში, როგორიც ფრანგული ლიგა 1-ია. 24 წლის
შაბათს კი უიმედო აუტსაიდერ “არლს” სეზონში მეორე გამარჯვების მოპოვებისთვის თავი არ დაუზოგავს. საამისოდ არცთუ ძლიერ მეტოქესთან ჰქონდა საქმე ("ნანსი") და მატჩის დებიუტში ანგარიშიც გახსნა, მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია. “არლმა” ჩემპიონატში ოდენ მეშვიდე ქულა მოიპოვა და სხვა აუტსაიდერებთან შედარებით, მისი მდგომარეობა შეუდარებლად მძიმეა.
გასავარდნი ზონისთვის თავის დაღწევა შეეძლო “ლანსს”, მაგრამ “არლის” მსგავსად, მანაც საშინაო შეხვედრაში ვერ მოახერხა გამარჯვება. ეს მატჩიც დაახლოებით წინას მსგავსი სცენარით წარიმართა, ოღონდ “ლანსმა” ქულები კიდევ უფრო დასანანად, თამაშის დასრულებამდე სამი წუთით ადრე დაკარგა.
სამაგიეროდ, წარმატებული სვლა განაგრძო “რენმა” და “მონაკოს” ძლევით დროებით ერთპიროვნულადაც გალიდერდა.
“სოშომ” “ვალენსიენთან” ჭიდილში მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და ლიდერთა ჯგუფს მჭიდროდ მიუახლოვდა, შაბათს საღამოს კი “ლიონს” მონპელიეში დიდი ბრძოლა გადახდა და თუმცა მასპინძლებისგან დიდ წინააღმდეგობას გადააწყდა, კლოდ პუელის შეგირდთა უფრო მაღალმა კლასმა ბოლოს მაინც თავისი გაიტანა და ლისანდრო ლოპესის დუბლის წყალობით “ლიონმა” საჩემპიონო რბოლაში თავისი სიტყვა მაინც თქვა.
კვირა დააგვირგვინა ჩემპიონის მარცხმა - "მარსელი" "ნიცას" ესტუმრა და გოლი ბოლო წუთზე გაუშვა. დიდიე დეშამის გუნდმა ამით ლიდერობა კი არა, სამეული დაკარგა - ასე კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლებიან ლიდერები ლიგა 1-ში.
არლი-ნანსი 1:1
გოლები: 1:0 ჯაჯეჯე (8), 1:1 ი. ჰაჯი (27)
ლანსი-ოსერი 1:1
გოლები: 1:0 იაჰია (30), 1:1 მინიო (87)
რენი-მონაკო 1:0
გოლი: 1:0 მონტანიო (63. პენ.)
სოშო-ვალენსიენი 2:1
გოლები: 1:0 კარლაო (15), 2:0 მაიგა (55), 2:1 სანჩესი (65)
ტულუზი-კანი 1:0
გოლი: 1:0 სანტანდერი (66)
მონპელიე-ლიონი 1:2
გოლები: 0:1 ლ. ლოპესი (5), 1:1 სპაჰიჩი (81), 1:2 ლ. ლოპესი (90)
ლილი-ლორიანი 6:3
გოლები: 0:1 გამეირო (6), 1:1 სოუ (11), 2:1 ბაკა (18 ს.კ.), 2:2 გამეირო (45), 3:2 სოუ (48), 3:3 კიტამბალა (57), 4:3 ჟერვინიო (58), 5:3 სოუ (81), 6:3 ფრო (88)
გაძევება: ოდარი (84. ლორიანი)
ნიცა-მარსელი 1:0
გოლი: 1:0 ფაე (90)
პსჟ-ბრესტი 3:1
გოლები: 1:0 ნენე (5), 1:1 რუ (54), 2:1 ბოდმერი (59), 3:1 ჟიული (77)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 16 7 7 2 31:20 28
2. პსჟ 16 7 6 3 26:16 27
3. რენი 16 7 6 3 17:11 27
4. მარსელი 16 7 5 4 25:15 26
5. ლიონი 16 7 5 4 22:19 26
6. ბრესტი 16 7 4 5 19:14 25
7. სოშო 16 7 3 6 27:19 24
8. ტულუზი 16 7 3 6 17:16 24
9. მონპელიე 16 7 3 6 14:18 24
10. ბორდო 15 6 5 4 19:16 23
11. სტ. ეტიენი 15 5 6 4 19:17 21
12. ლორიანი 16 6 3 7 19:21 21
13. ოსერი 16 4 8 4 22:19 20
14. ნიცა 16 5 5 6 13:17 20
15. ვალანსიენი 16 4 7 5 18:17 19
16. ნანსი 16 5 4 7 18:26 19
17. მონაკო 16 2 9 5 15:15 15
18. ლანსი 16 3 6 7 15:27 15
19. კაენი 16 3 5 8 16:26 14
20. არლი 16 1 4 11 10:33 7
ბომბარდირები: 13 - სოუ (ლილი); 10 - ელ-არაბი (კაენი); 9 - ნენე (პსჟ); 8 - გამეირო (ლორიანი), პაე (სენტ ეტიენი).