შაბათს ლიდერთა ჯგუფის ორმა წევრმა "პარი სენ ჟერმენმა" და "ბრესტმა"ქულები დაკარგა და ამით სხვებს შანსი მისცა. დედაქალაქში პსჟ ლიგა 1-ში დარჩენისთვის მებრძოლ "მონაკოს" მასპინძლობდა. მონეგასკები თავისთავად უჩვეულო პოზიციაზე იმყოფებიან და ეჭვიც არავის ეპარებოდა, რომ "პარკ დე პრენსზე" ნამდვილი ბრძოლა გაიმართებოდა. მაშ ასე, ბრაზილიელი ბომბარდირი ნენე პირველად წარდგა ყოფილი კლუბის წინააღმდეგ, სადაც წინა სამი სეზონი გაატარა (ერთი მთლიანად გაუცდა ტრავმის გამო) და ორი გოლიც გაუტანა. მართალია, 29 წლის სამხრეთამერიკელმა "მონაკო" ასე გაიმეტა, მაგრამ სამხრეთელები მარცხისგან რუმინელმა დანიელ ნიკულაემ გადაარჩინა, რომელიც "ოსერში"
მართალია, გი ლაკომბის გუნდს ჩემპიონატში უჭირს, მაგრამ ამ სპეციალისტს დედაქალაქელთა წინააღმდეგ წამალი კარგა ხნის ნაშოვნი აქვს - ბოლო 6 დაპირისპირებაა "მონაკო" პსჟ-სთან არ აგებს. პარიზში თოვდა, ასეთ პირობებში გუნდებისგან კარგი ფეხბურთის მოთხოვნა ძნელი იყო, თუმცა მაყურებელს მაინც არ მოუწყენია. თავი სტუმართა მცველმა პიუგრენიემ გამოიჩინა და "მონაკოს" მშრალი სერია 485-ე წუთზე დაასრულა. აუტსაიდერთა გოლკიპერი სტეფან რუფიე დიდად ყოჩაღობდა, მაგრამ ტაიმის მიწურულს ყოფილი თანაგუნდელის დაუმუშავებელ გასროლას (დაახლოებით 20 მეტრიდან) ვერაფერი მოუხერხა. მეორე ტაიმი დაიწყო და ნენემ რუფიე კიდევ ერთხელ დაამწუხრა. "მონაკო" წინ წავიდა, რისკი კინაღამ მორიგი გოლის გაშვებად დაუჯდა, მაგრამ რუფიემ ლუდოვიკ ჟულის არ მისცა თავის გამოჩენის საშუალება. საბოლოოდ, რისკმა გაამართლა - კრის მალონგას პასით ნიკულაემ გუნდს ქულა მოუტანა.
ანტუან კამბუარე (პსჟ): "მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დავაბრალოთ, რომ 3 ქულა ვერ შევინარჩუნეთ. 2:1-ზე მეტოქე გაიხსნა და შემოგვიტია, ეს კი უნდა გამოგვეყენებინა. საბოლოოდ, მაინც ვამაყობ ბიჭების თავდადებული თამაშით ასეთ ცუდ პირობებში. სამწუხაროდ, პირველ ადგილზე ვერ გადავედით, თუნდაც დროებით. ახლა ჩვენი მიზანია, სტუმრად "ნანსი" დავამარცხოთ".
გი ლაკომბი (მონაკო): "გუნდისთვის და განსაკუთრებით ფეხბურთელთა რწმენისთვის კარგ შედეგს მივაღწიეთ. ბედი ხშირად არ გვწყალობს, არადა გუნდი მეტ ქულას იმსახურებს. შესაძლოა, ეს მოულოდნელი შედეგიცაა ბევრისთვის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ 1:0-ს ვიგებდით და ორი ბურთის სხვაობით დაწინაურების შესანიშნავი შანსიც გვქონდა. კარგია, რომ ბიჭები არ დანებდნენ".
"რენი"-"ვალანსიენი" 1:0
ფრედერიკ ანტონეტი (რენი): "მიუხედავად იმისა, რომ გოლს ბოლო წუთამდე ველოდეთ, ეს შედეგი სამართლიანია. უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე "მონაკოსთან" და "ბორდოსთან" მატჩებში. ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი ძალა სოლიდარობაა და ეს საამაყოა. შეიძლება, ცოტა მრავალფეროვნება გვაკლდა, მაგრამ გუნდმა ინიციატივა ხელიდან არ გაუშვა და გოლი სტანდარტული მდგომარეობიდან გაიტანა".
"ნიცა"-"ბრესტი" 1:1
ალექს დიუპონი (ბრესტი): "კარგი ქულაა. ჩვენ ის უდიდესი ძალისხმევის ხარჯზე მოვიპოვეთ. დღეს დაცვის ხაზი მოიკოჭლებდა".
"ტულუზი"-"ლორიანი" 3:0
ალენ კაზანოვა (ტულუზი): "აქამდე "ლორიანისთვის" შინ არასოდეს მოგვიგია. ეს გუნდი ყოველთვის პრობლემებს გვიქმნიდა. პირველ ტაიმში მეტოქემ გვაჯობა, მაგრამ ჩვენ ყველა შანსი გამოვიყენეთ და საბოლოოდ იოლად მოვიგეთ".
"სენტ ეტიენი"-"არლი" 2:0
კრისტოფ გალტიე (სენტ ეტიენი): "გუნდის პროგრესი აშკარაა. როგორც იქნა, ჩვენს ფანებსაც ვანახეთ, რომ შინ მოგებაც შეგვიძლია. ბოლო ორ თამაშში 6 ქულა - მშვენიერია".
მონპელიე-ოსერი 1:1
გოლები: 1:0 ბელჰანდა (59), 1:1 ა. ტრაორე (76)
ნიცა-ბრესტი 1:1
გოლები: 1:0 ლიუბოია (7), 1:1 მარტიალი (14)
რენი-ვალანსიენი 1:0
გოლი: 1:0 კანა ბიიკი (90)
სენტ ეტიენი-არლი 2:0
გოლები: 1:0 ბატLე (51), 2:0 რივიერი (52)
გაძევება: პიოსელი (58. არლი)
ტულუზი-ლორიანი 3:0
გოლები: 1:0 მაჩადო (15), 2:0 მაჩადო (60-პენ), 3:0 სანტანდერი (67)
პსჟ-მონაკო 2:2
გოლები: 0:1 პიუგრენიე (32), 1:1 ნენე (40), 2:1 ნენე (52), 2:2 ნიკულაე (88)
ლანსი-კაენი გადაიდო
ლილი-ნანსი გადაიდო
სოშო-ბორდო 1:1
გოლები: 0:1 ჟუსიე (28), 1:1 იდეიე (35)
მარსელი-ლიონი 1:1
გოლები: 0:1 ლ. ლოპესი (35), 1:1 ვალბუენა (51)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ლილი 17 8 7 2 32-20 31
2. პსჟ 18 8 7 3 30-19 31
3. რენი 18 8 7 3 18-11 31
4.ლიონი 18 8 6 4 25-20 30
5. მარსელი 18 7 7 4 27-17 28
6. სტ. ეტიენი 18 7 7 4 25-19 28
7. ბრესტი 18 7 6 5 20-15 27
8. ტულუზი 18 8 3 7 20-18 27
9. ბორდო 18 6 8 4 22-19 26
10. მონპელიე 18 7 5 6 15-19 26
11. სოშო 18 7 4 7 28-21 25
12. ლორიანი 18 7 3 8 22-24 24
13. ოსერი 18 4 10 4 24-21 22
14. ნიცა 18 5 7 6 14-18 22
15. ნანსი 17 6 4 7 19-26 22
16. ვალანსიენი 18 4 7 7 19-20 19
17. მონაკო 18 2 10 6 17-19 16
18. კაენი 17 3 6 8 16-26 15
19. ლანსი 17 3 6 8 15-30 15
20. არლი 18 1 4 13 10-36 7
ბომბარდირები: 13 - ნენე (პარი სენ ჟერმენი), სოუ (ლილი); 10 - ელ-არაბი (კაენი); 8 - გამეირო (ლორიანი), პაიე (სენტ ეტიენი), ლ. ლოპესი (ლიონი); 7 - პუჟოლი (ვალანსიენი), ჟერვინიო (ლილი), ბრაუნი (სოშო).