საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ "მონპელიეს" მცველი ემირ სპაჰიჩი ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის ჩემპიონატის 17-ე ტურის მატჩში "მონპელიეს" და "ბორდოს" შორის მომხდარი ეპიზოდის გამო მიიღეს.
შეხვედრის 30-ე წუთზე სპაჰიჩმა ფორვარდ ნოლან რუს დაარტყა, თუმცა არბიტრმა ეს ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.
დისკვალიფიკაცია ძალაში 3 იანვრიდან შევა.