ზინედინ ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა

AutoSharing Option
"რეალ მადრიდ კასტილიას" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღიარა, რომ სიამოვნებით გაწვრთნიდა საფრანგეთის ეროვნულ გუნდს, რომლის რიგებშიც, როგორც ფეხბურთელმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ნაკრებს ამჟამად დიდიე დეშამი წვრთნის.

"მინდა, სწორად გაიგოთ ჩემი ნათქვამი: ჩემი მიზანი საფრანგეთის ნაკრების გაწვრთნაა. როდის? ოდესმე. როგორც მწვრთნელს, წინ ჯერ კიდევ ბევრი დრო მაქვს", - აქვეყნებს ზიდანის ნათქვამს Canal+Francia.