ლიგა 1. IV ტური: "რეიმსმა" ჯაბა კანკავას გარეშე იმარჯვა

AutoSharing Option
29 აგვისტოს ფრანგული ლიგა 1-ის IV ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"ლიონმა" სტუმრად "კაენი" 4:0 გაანადგურა, დიდებულად ითამაშა ნაბილ ფეკირმა, რომელმაც ჰეთ თრიკი შეასრულა და კლაუდიო ბოვიუსაც გაატანინა.

"რეიმსმა" ჯაბა კანკავას გარეშე (ქართველი ფეხბურთელი განაცხადშიც არ იყო) 4:1 მოუგო "ლორიანს".

კაენი-ლიონი 0:4
გოლები: 0:1 ფეკირი (18), 0:2 ფეკირი (44), 0:3 ფეკირი (57), 0:4 ბოვიუ (87)
გაძევება: დ. და სილვა (73. კაენი)

ანჟერი-ნიცა 1:1
გოლები: 1:0 მანგანი (24), 1:1 ჟერმენი (56)

ლილი-გაზ აიაჩო 1:0
გოლი: ბუფალი (23)

რეიმსი-ლორიანი 4:1
გოლები: 1:0 შარბონიე
(23), 1:1 ბუანგა (48), 2:1 დე პრევილი (54), 3:1 კიეი (66), 4:1 ტურანი (85)

რენი-ტულუზი 3:1
გოლები: 0:1 ბრაიტვაიტი (5), 1:1 იაგო (17 ს. კ.), 2:1 არმანი (67), 3:1 სიო (90)
შენიშვნა: არმანმა (რენი) ვერ გაიტანა პენალტი (67)

ტრუა-მონპელიე 0:0

1. რეიმსი - 9 ქულა, 2. პსჟ - 9, 3. რენი - 9.
ასევე დაგაინტერესებთ