ამრიკულმა კლუბმა "არისტოკრატებთან" და თავად მოთამაშესთან მოლაპარაკებები უკვე დაიწყო. 32 წლის ფეხბურთელის მოქმედი კონტრაქტის ვადა 2012 წელს იწურება. ფეხბურთელის ძმის, კლოდის თქმით, რომელიც ამერიკის მეორე დივიზიონის კლუბს უდგას სათავეში, ნიკოლას "ნიუ იორკში" გადასვლის პერსპექტივა მომხიბვლელად მოეჩვენა. გადასვლის შანსი საკმაოდ დიდია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ "ჩელსიმ" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "ლივერპულისგან" ფერნანდო ტორესი შეიძინა.
მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით
.