ტურის ცენტრალური დაპირისპირება "სტად ჟერლანზე" გაიმართა, სადაც საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონმა "ლიონმა" "ბორდოს" უმასპინძლა. შეხვედრამ მოლოდინი ვერ გაამართლა და საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა. ტაბლოზე მთელი 90 წუთის განმავლობაში ლოგიკური ნულები ენთო, რითაც ვეჭვობთ, რომელიმე მხარე კმაყოფილი დარჩენილიყო. ეს განსაკუთრებით მასპინძლებზე ითქმის. რომ მოეგო, "ლიონი" ახლა ოთხი საფეხურით ზემოთ იქნებოდა.
სატურნირო თვალსაზრისით კი ყველაზე პრინციპული მატჩი "რენი"-პსჟ
"ლილმა" მდევრის წაფორხილებით მხოლოდ ნაწილობრივ ისარგებლა და კონკურენტები ხუთი ქულით ჩამოიტოვა, არადა რომ არა დუდკას გამათანაბრებელი დარტყმა მატჩის მიწურულს, რუდი გარსიას გუნდი უკვე შვიდქულიან ჰანდიკაპს შეიქმნიდა, რაც დაგვეთანხმებით, სერიოზული საჩემპიონო განაცხადი იქნებოდა. თუმცა "ლილი" დღეს საფრანგეთში მაინც ყველაზე ხარისხიან ფეხბურთს თამაშობს და შედეგებსაც შესაბამისს იმკის. ამ ტურამდე ლიდერმა ზედიზედ სამი გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ საკუთარ კარში ერთი ბურთიც არ მიუღია.
საჩემპიონო რბოლის კიდევ ერთ მონაწილე "მარსელს" მოულოდნელად, მაჩანჩალა "არლის" ძლევა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ მიზანი მაინც შეასრულა და ლიდერთა შორის ადგილიც შეინარჩუნა.
"მონაკო" თითქოს ბოლო ტურებში გამოცოცხლდა, მარცხის გემოც დაივიწყაა და ნელ-ნელა სახიფათო ზონასაც სცილდებოდა, მაგრამ მისმა არასტაბილურობამ კვლავ იჩინა თავი და ერთ დროს ფრანგული ფეხბურთის გამორჩეული გუნდი დღეს გავარდნის რეალური კანდიდატია.
საფრანგეთის ჩემპიონატი. XXII ტური
ბრესტი-ნანსი 2:1
გოლები: 1:0 აიიტე (44), 1:1 აპანგა (74. ს.კ.), 2:1 გრუგი (88)
კაენი-ლორიენი 0:2
გოლები: 0:1 ამალფიტანო (22), 0:2 გამეირო (86)
ლანსი-ვალენსიენი 1:1
გოლები: 1:0 ჯემაა (37), 1:1 დოსევი (39)
მარსელი-არლი 1:0
გოლი: 1:0 ჟინიაკი (56)
მონპელიე-სენტ ეტიენი 1:2
გოლები: 0:1 რივიერი (12), 0:2 რივიერი (37), 1:2 მარტინი (86)
ნიცა-სოშო 1:0
გოლი: 1:0 პეჩინოვიჩი (29)
გაძევება: ანინი (43. სოშო)
რენი-პსჟ 1:0
გოლი: 1:0 ბრაჰიმი (19)
ოსერი-ლილი 1:1
გოლები: 0:1 სოუ (9), 1:1 დუდკა (86)
ტულუზი-მონაკო 2:0
გოლები: 1:0 სისოკო (49), 2:0 სისოკო (76)
ლიონი-ბორდო 0:0
1. ლილი 22 11 9 2 40-22 42
2. პსჟ 22 10 7 5 34-24 37
3. რენი 22 10 7 5 24-17 37
4. მარსელი 22 9 9 4 30-18 36
5. სენტ ეტიენი 22 9 8 5 31-24 35
6. ლიონი 22 9 8 5 30-23 35
7. ტულუზი 22 10 3 9 25-22 33
8. მონპელიე 22 9 6 7 20-23 33
9. ბორდო 22 7 10 5 27-23 31
10. ბრესტი 22 8 7 7 23-21 31
11. ლორიენი 22 9 4 9 26-27 31
12. სოშო 22 8 4 10 35-27 28
13. ვალენსიენი 22 6 8 8 25-25 26
14. ნიცა 22 6 8 8 15-22 26
15. ოსერი 22 4 13 5 27-26 25
16. ნანსი 22 7 4 11 23-24 25
17. კაენი 22 6 6 10 22-31 24
18. ლანსი 22 5 8 9 22-35 23
19. მონაკო 22 3 12 7 20-23 21
20. არლი 22 1 5 16 11-43 8
ბომბარდირები
სოუ (ლილი) – 15, ნენე (პსჟ) – 13, ელ არაბი (კაენი), გამეირო (ლორიენი) – 11, ჟერვინიო (ლილი) – 10.