საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონი “ლიონი” ჯერჯერობით უშედეგოდ ცდილობს წინა წლების დიდების აღდგენას. საამისოდ მან “ბორდოში” ბრწყინვალედ მოასპარეზე იოან გურკუფიც გადაიბირა, მაგრამ ის ვერა და ვერ მოერგო ახალ გარემოს. მთავარ მწვრთნელ კლოდ პუელსა და ფეხბურთელს შორის იდეალური ურთიერთობა რომ არ არის, ეს საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ბევრს არ გაჰკვირვებია, როცა პრესაში ფეხბურთელის მიერ მწვრთნელის კრიტიკა მოისმინა. გურკუფმა მეორე დღესვე მოიწვია სპეციალური პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ მისი სათქმელი მასმედიელებმა დაამახინჯეს. “მე მხოლოდ პუელისა და ბლანის მეთოდების შედარება მთხოვეს და მეც ვთქვი, რომ
ლიგა 1-ის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ “ლიონის” ერთ-ერთი ლიდერი ჟერემი ტულალანი კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს. 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი უკვე მეხუთე სეზონს ატარებს ამჟამინდელ კლუბში, სადაც თავს მართლა ძალზე კომფორტულად გრძნობს. ჟერემის მოქმედი ხელშეკრულება “ლიონთან” 2012 წელს იწურება. როგორც ჩანს, მხარეთა შორის შეთანხმება უახლოეს დღეებში გაფორმდება. “მალე ხელს მოვაწერთ ახალ კონტრაქტს, რომელსაც 2015 წლამდე ექნება ძალა. პრინციპულ შეთანხმებას მხარეებმა უკვე მივაღწიეთ და ფორმალობებსაც მალე მოვაგვარებთ. მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის შემდეგ სერიოზული დეპრესია მქონდა, რა დროსაც კლუბის ხელმძღვანელობა ბოლომდე გვერდით დამიდგა. მათ შეეძლოთ ეს არ გაეკეთებინათ, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ. საპასუხოდ მე მათ ერთგულ სამსახურს ვპირდები,” - განაცხადა ჟერემი ტულალანმა.
სამაგიეროდ “სტად დე ჟერლანის” დატოვებას გეგმავს “ლიონისა” და საფრანგეთის ნაკრების კარის დარაჯი უგო ლორისი. მისი განცხადებით, უცხოეთში კარიერის გაგრძელება ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს და საბოლოო სიტყვის თქმას ჯერ არც ჩქარობს. თუმცა მისით დაინტერესებული კლუბების წინადადებებს აუცილებლად მოისმენს. “მსმენია, რომ ჩემით “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული. ბუნებრივია, როცა ამხელა კლუბში შენზე ფიქრობენ, ძნელია ხელის ერთი მოსმით უარის თქმა, ” - განაცხადა გოლკიპერმა.
ლევან ბიბილაშვილი