ზიდანს ბენზემას თამაში მოეწონა

AutoSharing Option
ბრაზილიასთან ამხანაგურ მატჩში საფრანგეთის ნაკრების გამარჯვების შემდეგ (1:0) ზინედინ ზიდანმა აღნიშნა, რომ ეროვნულ გუნდში ახალ თაობას შეუძლია წარსულის წარმატებები გაიმეოროს. ზიდანმა განსაკუთრებით ქარიმ ბენზემა გამოჰყო, რომელიც შეხვედრაში ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გახდა.

"შესანიშნავი თამაში იყო. მომეწონა როგორ მოქმედებდნენ ფრანგები მატჩის პირველიდან ბოლო წუთამდე. ვფიქრობ, ამ ნაკრებს დიდი მომავალი აქვს. მინდა ბენზემა გამოვყო. მადრიდში მასთან მუშაობის საშუალება მაქვს და არ შემიძლია მისი პროგრესი არ აღვნიშნო. ამ შეხვედრაში ის უბრალოდ მოწოდების სიმაღლეზე იდგა", - თქვა ზიდანმა.


მომზადებულია France Football-ის მიხედვით





.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული