ლიგა 1. XXXVI ტური: ზლატანური მიღწევა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიდი შანსია, "ნიცასა" და "სენტ ეტიენს" 35-ე ტური ბოლოს ძალიან მწარედ გაახსენდეთ. პირველი სტუმრად დამარცხდა უმოტივაციო "ნანტთან", ხოლო მეორემ შინ ვერ მოუგო "ტულუზს".

რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კიდევ უფრო ჩამორჩნენ "მონაკოსა" და "ლიონს", რომლებმაც იოლად ვერა, მაგრამ დაგეგმილი 3-3 ქულა მაინც აიღეს. არადა, მომავალ ტურში "ლიონი"-"მონაკოა" და, როგორც ნიცელებს, ასევე "მწვანეებს" ამოქაჩვის კარგი შანსი ექნებოდათ…

ამასობაში, ისევ მოიგო "ლილმა" და ხუთეულს ერთი ქულითღა ჩამორჩება. ეს გუნდი ისეთ ფორმაშია, მეტოქეებს კიდევ ერთ ფეხ
ის დაცდენას ნამდვილად არ აპატიებს.

"პარი სენ-ჟერმენზე" კი ის ვთქვათ, რომ "რენის" კარში გატანილი 4 უპასუხო გოლიდან ორი ზლატან იბრაჰიმოვიჩის იყო. 28 მატჩში (ამდენი ითამაშა იბრამ) 34 გოლი… "ზლატანური" შედეგია.

XXXVI ტური
პსჟ-რენი 4:0
გოლები: 1:0 მაქსველი (50), 2:0 იბრაჰიმოვიჩი (54), 3:0 იბრაჰიმოვიჩი (78), 4:0 კავანი (90+1)
პსჟ (4-3-3): ტრაპი - ორიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - სტამბული (60. ვერატი), ტიაგო მოტა (69. დავიდ ლუისი), პასტორე - დი მარია (69. ლუკასი), კავანი, იბრაჰიმოვიჩი

ნანტი-ნიცა 1:0
გოლი: 1:0 ტომასონი (68)

სტ. ეტიენი-ტულუზი 0:0
გაძევება: პერენი (77. სტ. ეტიენი)

მონაკო-გენგამი 3:2
გოლები: 1:0 ტრაორე (17), 2:0 დირარი (40), 2:1 ერდინჩი (75), 3:1 ბერნარდო სილვა (76), 3:2 ანგუა (81)
მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - ფაბინიო, უოლასი, რ. კარვალიო, რაჯი - ბაკაიოკო, მოუტინიო - დირარი, ბერნარდო სილვა (90+1, ივან კავალეირო), ელდერ კოშტა (78. ლემარი) - ტრაორე (46. კარილიო)

ტრუა-ბორდო 2:4
გოლები: 0:1 როლანი (14), 0:2 მავინგა (41), 1:2 ნივე (56-პენ.), 1:3 დიაბატე (60), 2:3 ჟანი (69), 2:4 როლანი (72)

ლორიანი-ლილი 0:1
გოლი: 0:1 რონი ლოპეში (56)

კაენი-ბასტია 0:0

რეიმსი-მონპელიე 2:3
გოლები: 0:1 კამარა (38), 1:1 ონიანგი (83), 1:2 კონგრე (84), 1:3 სანსონი (86), 2:3 ბიფუმა (90+2)

ლიონი-გაზ. აიაჩო 2:1
გოლები: 1:0 გეზალი (10), 2:0 კორნიე (40), 2:1 პუჟოლი (49)
ლიონი (4-3-3): ანტონი ლოპეში - რაფაელი, იანგა-მბივა, უმტიტი, ბედიმო (64. მორელი) - ფერი (71. გრენიე), ტოლისო (82. დარდერი), გონალონი - კორნიე,გეზალი, ლაკაზეტი

ანჟერი-მარსელი 0:1
გოლი: 0:1 ბატშუაი (24)

ბომბარდირები: 34 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 18 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 17 - ატემ ბენ არფა (ნიცა); 16 - მიში ბატშუაი (მარსელი), ვიამ ბენ იედერი (ტულუზა), ედინსონ კავანი (პსჟ)

მომდევნო ტური
7 მაისი:
ბორდო-ლორიანი, ნანტი-კაენი, გაზ. აიაჩო-პსჟ, ლილი-გენგამი, მონპელიე-რენი, ნიცა-სტ. ეტიენი, მარსელი-რეიმსი, ლიონი-მონაკო, ბასტია-ანჟერი, ტულუზი-ტრუა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული