ლიგა 1. XXXVII ტური: ჯაბა კანკავას "რეიმსი" ვარდება

AutoSharing Option
7 მაისს საფრანგეთის ლიგა 1-ის 37-ე ტური სრულად გაიმართა.

ცუდად მიდის ჯაბა კანკავას გუნდის საქმეები - "რეიმსი" სტუმრად "ველოდრომზე" "მარსელთან" 0:1 დამარცხდა და ბოლო ტურის წინ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაშია. ჯაბამ 75 წუთი ითამაშა. "რეიმსი" ბოლო ტურში "ლიონს" მასპინძლობს.

მეორე ადგილისთვის გადამწყვეტ მატჩში "ლიონმა" "მონაკო" 6:1 გაანადგურა. ალექსანდრ ლაკაზეტმა ამ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო მაპუ იანგა-მბივამ - დუბლი.

პსჟ-მ სტუმრად 4:0 მოუგო "გაზელეკ აიაჩოს". კორსიკაზე ჰეთ თრიკი ედინსონ კავანიმ შეასრულა, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სეზონში 35-ე გოლი გაიტანა.

შაბათი. 7 მაისი
ბორდო-ლორიანი 3:0
გოლები: 1:0 მალკოლმი (12), 2:0 დიაბატე (21), 3:0 დიაბატე (48)

ნანტი-კაენი 1:2
გოლები: 0:1 როდელენი (5), 0:2 დელორი (45-პენ), 1:2 ბედოია (78)

გაზ. აიაჩო-პსჟ 0:4
გოლები: 0:1 კავანი (13), 0:2 კავანი (49), 0:3 კავანი (58), 0:4 იბრაჰიმოვიჩი (90)

ლილი-გენგამი 0:0

მონპელიე-რენი 2:0
გოლები: 1:0 ნინგა (58), 2:0 ბუდებუ (70)

ნიცა-სტ. ეტიენი 2:0
გოლები: 1:0 ჟერმენი (86), 2:0 ჟერმენი (89)
გაძევება: მალკი (56. სტ. ეტიენი), ტაბანუ (72. სტ. ეტიენი)

მარსელი-რეიმსი 1:0
გოლი: 1:0 ბატშუაი (56)

ლიონი-მონაკო 6:1
გოლები: 1:0 ღეზალი (3), 2:0 ლაკაზეტი (8), 3:0 იანგა-მბივა (34), 4:0 ლაკაზეტი (35), 4:1 რ. კარვალიო (41), 5:1 იანგა-მბივა (59), 6:1 ლაკაზეტი (80)
გაძევება: ლ. ტრაორე (23. მონაკო)

ბასტია-ანჟერი 1:0
გოლი: 1:0 კაუზაკი (43)

ტულუზი-ტრუა 1:0
გოლი: 1:0 ტრეხო (53)

1. პსჟ - 92 ქულა; 2. ლიონი - 65; 3. მონაკო - 62; 4. ნიცა - 60; 5. სენტ ეტიენი - 58.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული