ნახევარსაუკუნოვანი ლოდინი

AutoSharing Option

შაბათის შეხვედრებიდან ყველაზე დიდ ინტერესს სენტ ეტიენის “ჟოფრუა გიშარის” არენაზე გასამართი შეხვედრა იწვევდა. არენას დაუძინებელი მტერი “ლიონი” სტუმრობდა.

 

კლოდ პუელის შეგირდები მეორე წრეში სიურპრიზების შემოთავაზებას განაგრძობენ. საფეხბურთო ექსპერტები აცხადებენ, რომ მეორე წრეში ლიონელთა თამაშში აბსოლუტურად განსხვავებულ განწყობას ხედავენ, რაც ლიგა 1-ის საჩემპიონო რბოლას კიდევ უფრო მომხიბლავს ხდის. ბრწყინვალე გამარჯვებამ და მეტოქეთა წაფორხილებამ “ლიონს” საშუალება მისცა, პარი “სენ-ჟერმენთან” ერთად, “რენის” შედეგის მოლოდინში, მე-2-3 ადგილებზე გადაენაცვლა.

 

არადა, მატჩის პირველი გოლის შემდეგ მეორე ადგილზე სწორედ მასპინძლები მოკალათდნენ. ბურთი კი ასე გავიდა: პაიემ საჯარიმოდან ბურთი ახლო

ძელთან ჩაკიდა, სადაც ბოკანეგრასთვის ხელის შეშლა აზრადაც არავის მოსვლია. კრისტოფ გალტიეს შეგირდები ზედიზედ ორი მოგების შემდეგ შესანიშნავ ხასიათზე იყვნენ და არც მრისხანე მეტოქესთან აპირებდნენ რაიმეს დათმობას, მაგრამ... “ჟოფრუა გიშარზე” ზეიმი დიდხანს არ გაგრძელებულა. “ლიონის” მიერ მოწოდებულმა ორმა კუთხურმა მატჩის მიმდინარეობა მთლიანად შეცვალა. ჯერ ბაფეტიმბი გომისი გაისარჯა დასწრებაზე დიდებულად და სტატუს-კვო აღადგინა 1:1, შემდეგ კი მანვე აიძულა ბაიალ-სალა საკუთარი კარი დაელაშქრა 1:2. მასპინძელთა ტორსიდა შოკში ჩავარდა. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო.

 

მართალია, მასპინძლებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს, მაგრამ ხელშესახები უპირატესობა ვერ მიიღეს. პაიე-რივიერის დუეტი ბევრს მუშაობდა, მაგრამ მათი ყოველი მცდელობა სტუმართა დაცვის ბარიერებს ასკდებოდა და იფუშებოდა. “ლიონის” დაცვა უბრალოდ მოწოდების სიმაღლეზე იყო. “მწვანეები” მაშინაც კი არ დანებდნენ, როცა ბასტოსმა ლორისის გენიალური პასის შემდეგ ანგარიში 3:1 გახადა. პირიქით, რაღაც მომენტში ისინი უფრო აგრესიულები და შეუპოვრებიც კი გახდნენ, მაგრამ ზემოთაც ვთქვით, გამოცდილმა მეტოქემ მათ არაფრის უფლება არ მისცა. შეხვედრას წერტილი ჯიმი ბრიანმა დაუსვა. სიმართლე ითქვას, მისი გოლი შემთხვევითი უფრო იყო, ვიდრე “ლიონის” შეტევის ლოგიკური დასასრული. აშკარაა, და ამას არც ფრანგი ჟურნალისტები მალავენ, რომ სამბურთიანი უპირატესობით წაგებას იმ დღეს მასპინძლები არ იმსახურებდნენ.

 

“სოშო” 23-ე ტურამდე “ლილთან” და “რენთან” ერთად ყველაზე “ცუდ მასპინძლად” მიიჩნეოდა ლიგა 1-ში. “ბონალზე” ასპარეზობა ყველას უჭირდა და დღემდე უჭირს, თუმცა დიდიე დეშამის შეგირდებმა შეძლეს და სამი ქულა ალალად დაიმსახურეს. როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში უკიდურესად დაძაბული გამოდგა. რისი ლოგიკური შედეგიც არის თამაშის წესის დარღვევათა მთელი სპექტრი. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ საქმეში თავის გამოჩენა უფრო მეტად სტუმრებმა შეძლეს - 90 წუთის განმავლობაში მათი უწესო ქმედებების გამო არბიტრმა 23-ჯერ ჩასტვინა. გუნდებს იმდენივე ენერგია რომ დაეხარჯათ და ფანტაზია გამოევლინათ, რამდენიც ხისტ ორთაბრძოლებს შეაწიეს, მატჩი ბევრად უფრო ლამაზი სანახავი იქნებოდა. თუმცა ერთს ვერავის დავუკარგავთ. ფეხბურთელები მოგებისთვის რომ იბრძოდნენ, ეს მასპინძელსაც ისევე ეტყობოდა, როგორც სტუმარს. მატჩის ბედი კი უბრალოდ მოქმედი ჩემპიონების მაღალმა საშემსრულებლო ოსტატობამ გადაწყვიტა.

ძნელია ექსჩემპიონ “ბორდოს” წაგებას რამე ლოგიკური ახსნა მოუძებნო. ფრანკ დიუმას შეგირდებმა დამრიგებლის ახსნა-განმარტებები კარგად გაითავისეს. ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში დაცვაში ისხდნენ და მხოლოდ აქა იქ თუ გამოხტებოდნენ კონტრშეტევაზე. არ გაგიკვირდებათ, თუ გაიგებთ, რომ სტუმრებმა ორივე ბურთი კონტრშეტევაზე გაიტანეს. ჟან ტიგანას ბიჭებს კი მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ სრული სათამაშო უპირატესობა და... ნოლი ქულა შერჩათ ხელთ. “კაენი” ამ მოგების შემდეგ გასავარდნ ზონას კიდევ უფრო დაშორდა და ამით ძალზე ბედნიერია. საფეხბურთო საფრანგეთში შაბათს არც ტრადიციული 0:0-ების გარეშე ჩაუვლია: “არლმა” და პსჟ-მა, შესაბამისად “მონპელიესა” და “ლანსთან” ითამაშეს უსახურად. აი, “ნანსიმ” და “მონაკომ” კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოიპოვეს საშინაო გამარჯვებები.

 

სოშო-მარსელი 1:2
სოშო: რისე - ჟოსე, ფატი, პერკისი, კარლაო (ნოგეირა 82) - სოჟე, ბუდებუზი, მარტინი, მორის ბელაი (ბაკამბუ 79) - იდეიე, მაიგა.
მარსელი: მანდანდა - ჰაინცე, დიავარა, ფანი, ე. სისე - ლ. გონსალესი (ობრიელი 88), კაბორე (შეირუ 70), მბია, აიუ (რემი 59) - ბრანდაო, ჟინიაკი.
გოლები: 1:0 იდეიე (43), 1:1 ჟინიაკი (45), 1:2 ჟინიაკი (70)
გაფრთხილება:  - კაბორე, შეირუ


პსჟ-ლანსი 0:0
პსჟ: ედელი - სახო, ტიენე, არმანი (კამარა 46), ჟაიე - მაკელელე, ნენე, ბოდმერი (ლუინდულა 66), შანტომი - ოარო, ერდინგი (მორისი 84).
ლანსი: რუნიე - ორიე, აიჰია, ვარანი, დემონი - კედრიუ, სერტიჩი (რუდე 78), კოვაჩევიჩი, აკალე (ბედიმო 73) - მაულიდა, ჟემაა.
გაფრთხილება: შანტომი - კედრიუ, ვარანი


მონაკო-ლორიანი 3:1
მონაკო: რუფიე -  ლოლო, მურატორი, ადრიანო, მანგანი - ნკულუ, მ. დიარა, ფეინდუნო (გოსო 73), მუკანჯო (კუტალდიერი 88) - პაკ ჩუ იუნგი, იელკამი.
ლორიანი: ოდარი - სოსა, ბურიონი, მორელი - დიუკურე, მვემბა, ამალფიტანო, ს. დიარა (ოტრე 75), - მონე-პაკე (ფანშონი 69), გამეირო, კიტამბალა (სუნუ 52).
გოლები: 1:0 ლოლო (3), 1:1 გამეირო (22), 2:1 მანგანი (56), 3:1 პაკ ჩუ იუნგი (90)
გაფრთხილებები: ლოლო, გოსო - ბურიონი, მვემბა, მორელი


ნანსი-ოსერი 3:1
ნანსი: გრეგორინი - სამი, ლუიში, ლოტიე - ლემეიტრი (ჰამა 89), ნგემო, ბერენჟე, კუვილიე (აიდარა 89), ფერე - ჰაჯი, ვაირუა (ჟანო 78).
ოსერი: სორენი - იტუა, კულიბალი, ბერტო, ანგბარი - დუდკა, შაფნი (სამარიტანო 77), ლე ტალეკი - ბირსა (კერსია 46), ოლიეჩი (იონ იო-გუკი 68), იელენი.
გოლები: 1:0 ფერე (9), 2:0 კუვილიე (15), 3:0 ჰაჯი (47), 3:1 ეელენი (55)
გაფრთხილებები: ლუიში, კუვილიე, ლოტიე - ლე ტალეკი, ოლიეჩი


არლი-მონპელიე 0:0
არლი: მერვილი (პლანტე 63) - სორო, პავონი, ლორენტი, ბალდე - გერმანი, აიასი, ნდიაიე, მერიემი (როკი 64) - ჯეჯე (კაბელა 33), კ. დიავარა.
მონპელიე: ჟურდრენი - იანგამბივა,  სპაჰიჩი (ელ კაუტარი 84), ჟენშამი, ბოკალი - პიტო, დერნისი (ბელჰანდა 62) მარვო - ფანა (62), ჟირუ, ს. კამარა.
გაფრთხილებები: ბალდე, გერმანე - ჟირუ


ბორდო-კაენი 1:2
ბორდო: კარასო - სიანი, ტრემულინასი, შალმე, სანე - მენეგაცო, ა. დიარა, ბენ-ჰალფალაჰი (გუფრანი 46 - ვენდელი 67), პლაშილი, ჟუსი (ანდრე 74) - მოდესტე.
კაენი: ტებო - სეუბე, ტაფორო, ინეზი, პრომენი - ლეკა (მულენი 55), მარკი, ელ-არაბი, ამუმა, იატაბარე (ნივე 80) - კ. ტრაორე (მოლო 87).
გოლები: 0:1 ტრაორე (10), 1:1 მოდესტე (49), 1:2 ამუმა (90)
გაფრთხილებები:  - იატაბარე, მულენი, ტაფორო, სეუბე, ტებო


სტ.ეტიენი-ლიონი  1:4
სტ. ეტიენი: ჟანო - მარშალი, ბოკანეგრა, ნერი (ებონდო 37), ბაიალ-სალა - ბატლე (აუბამეიანგი 77), პერენი, მატუიდი, საკო (სანოგო 62) - პაიე, რივიერი.
ლიონი: ლორისი - კრისი, ლოვრენი, სისოკო, რევეიერი - ჩელსტრიომი, ტულალანი ბასტოსი (ბრიანი 86), გურკუფი - ლ.ლოპესი (პიე 90), გომისი (დელგადო 65).
გოლები: 1:0 ბოკანეგრა (13), 1:1 გომისი (28), 1:2 ბაიალ-სალა (40) ავტოგოლი, 1:3 ბასტოსი (69), 1:4 ბრიანი (90)

1. ლილი 22 11 9 2 40- 22 42
2. მარსელი 23 10 9 4 32-19 39
3. ლიონი 23 10 8 5 34- 24 38
4. პსჟ 23 10 8 5 34- 24 38
5. რენი 22 10 7 5 24-17 37
6. სტ. ეტიენი 23 9 8 6 32-28 35
7. მონპელიე 23 9 7 7 20-23 34
8. ტულუზი 22 10 3 9 25-22 33
9. ბორდო 23 7 10 6 28-25 31
10. ბრესტი 22 8 7 7 23-21 31
11. ლორიანი 23 9 4 10 27-30 31
12. სოშო 23 8 4 11 36-29 28
13. ნანსი 23 8 4 11 26-35 28
14. კაენი 23 7 6 10 24-32 27
15. ვალანსიენი 22 6 8 8 25-25 26
16. ნიცა 22 6 8 8 15-22 26
17. ოსერი 23 4 13 6 28-29 25
18. მონაკო 23 4 12 7 23-24 24
19. ლანსი 23 5 9 9 22-35 24
20. არლი 23 1 6 16 11-43 9


ბომბარდირები: 16 - მ. სოუ (ლილი); 13 - ნენე (პსჟ); 12 - გამეირო (ლორიანი); 11 - ალ-არაბი (კაენი); 10 - ჟერვინიო (ლილი), იდეიე (სოშო).

 

ლიგა 2

ევიანი-შატორუ  1:0
გოლი: 1:0 უმარ პუიე (90)


ისტრი-ბულონი  0:1
გოლი: 0:1 ზარგო ტურე (52)


ლავალი-ტური 2:2
0:1 რიგონატო (9), 1:1 ხიტერი (18), 2:1 ლებუ (47), 2:2 ჟენევო (59)


ლე ავრი-კლერმონი  1:0
გოლი: 1:0 პერინელი (47)

 

ლე მანი-გრენობლი  1:0
გოლი: 1:0 ჰელსტადი (60)

 

ნიმი-დიჟონი  0:2
გოლები: 0:1 კასერესი (52), 0:2 რიბასი (90)


ვანი-ნანტი  1:0
გოლი: 1:0 მეზაგი (58)


სედანი-ანჟერი  0:1
გოლი: 0:1 ანრი სავე (2)


ტრუა-რეიმსი 3:2
1:0 ბეტიო (33), 2:0 ფოზურიე 2:1 ტუდიჩი (65), 3:1 კარლიე (74), ტუდიჩი (90)

 

თ მ ფ წ ბ ქ
1. ლე მანი 23 12 5 6 29-22 41
2. ევიანი 23 10 9 4 37-23 39
3. ლე ავრი 23 9 8 6 23-18 35
4. ბულონი 23 8 11 4 18-15 35
5. სედანი 23 8 10 5 35-21 34
6. ტური 23 9 7 7 33-31 34
7. აიაჩო 22 9 7 6 25-24 34
8. ტრუა 23 9 6 8 22-22 33
9. დიჟონი 23 8 7 8 31-26 31
10. ისტრი 23 7 10 6 21-22 31
11. ნანტი 23 7 9 7 20-20 30
12. ანჟერი 23 7 9 7 22-23 30
13. კლერმონი  23 7 8 8 31-32 29
14. ლავალი 23 6 10 7 18-22 28
15. ნიმი 23 7 6 10 19-21 27
16. შატორუ 23 7 6 10 22-28 27
17. რეიმსი 23 6 7 10 28-32 25
18. ვანი 23 6 6 11 18-34  24
19. მეცი 22 5 8 9 19-20  23
20. გრენობლი 23 5 5 13 21-36 20


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული