"ბაიერნის" ფრანგი ლიდერი ფრანკ რიბერი ერთ-ერთი მოთავე იყო სამხრეთ აფრიკაში მწვრთნელის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებისა. "მამლების" ყოფილმა თავკაცმა რაიმონ დომენეკმა ფრანგულ გამოცემა L'Eხპრესს-თან ინტერვიუში ინიციატორები ლამის უშვერი სიტყვებით გალანძღა. ბუნებრივია, რომ ჟურნალისტები ფეხბურთელების პოზიციითაც დაინტერესდნენ და კომენტარისთვის რამდენიმე მათგანს დაურეკეს. აი, რა განუცხადა "როიტერს" რიბერიმ: "წარმოდგენა არ მაქვს, რატომ იხსენებს ამ ყველაფერს მოსიე დომენეკი, თანაც ამხელა პაუზის შემდეგ. მიმაჩნია, რომ მას უნდა რცხვენოდეს იმისა, რაც ილაპარაკა. მსოფლიოს ჩემპიონატმა დიდი ხანია ჩაიარა და რაც მას მაგონებს არაფრის გაგონება არ მინდა. მათ შორის
ამბები
ბლექბერნმა ტალანტი შეინარჩუნა
მიუხედავად იმისა, რომ ტრავმირებულია, "ბლექბერნის" 18 წლის უნიჭიერესმა საყრდენმა ნახევარმცველმა ფილ ჯონსმა "ვარდებთან" კონტრაქტი გააგრძელა. ფილი ასაკის მიუხედავად, ინგლისის 21-წლამდელთა წევრია. ის უკვე რახანია ტრავმირებულია და მინდორზე მისი დაბრუნება მარტის შუა რიცხვებზე ადრე არ იგეგმება. "მშვენიერი ინფორმაციაა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჯონსი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებდა და ფორმის პიკში სწორედ მაშინ იყო, როცა დასანანი ტრავმა მიიღო. კლუბთან ურთიერთობის გაგრძელების მომხრე თავად ფეხბურთელი იყო და ეს ჩვენც არანაკლებ გვსურდა,"- განაცხადა "ბლექბერნის" თავკაცმა სტივ კინმა.
უფრო ადრე კლუბთან ხელშეკრულებები გააგრძელეს კრის სამბამ, ჯეისონ რობერტსმა, მარკ ბანმა და მიჩელ სალგადომ.
დელ პიერო ახლოსაა
"იუვენტუსის" კაპიტანი ალესანდრო დელ პიერო ახლოსაა კლუბთან ახალი ხელშეკრულების დადებასთან, რომელიც მომავალი 2011-12 წლების სეზონზე იქნება გათვლილი. ალექსის ძმამ და აგენტმა სტეფანო დელ პიერომ მოლაპარაკებები "ქალბატონის" ხელმძღვანელობასთან უკვე წამოიწყო. "იუვეს" მხრიდან მოლაპარაკებათა მაგიდასთან გენერალური მენეჯერი ჯუზეპე მაროტა მიუჯდა. აღსანიშნავია, რომ ტურინელები ფეხბურთელს, შეიძლება ითქვას, მისთვის შეუფერებელ გასამრჯელოს სთავაზობენ, წელიწადში 1 მილიონ ევროს, რომელსაც შეიძლება ბონუსებიც დაემატოს. ვნახოთ, დათანხმდება თუ არა ლეგენდარული ფეხბურთელი აღნიშნულ პირობებს.
უკრაინა- იტალია შეიძლება ჩაიშალოს
29 მარტს დანიშნული ამხანაგური შეხვედრა უკრაინისა და იტალიის ნაკრებებს შორის შეიძლება აღარ შედგეს. აღნიშნულის მიზეზს ჯერჯერობით ვერავინ ასახელებს. აღნიშნული ინფორმაცია უკრაინულმა 2012უა.ნეტ-მა გაავრცელა. ოფიციალურად ამას ჯერ არავინ ადასტურებს. სწორედ ამიტომ, ის ჯერ კიდევ რჩება დაგეგმილი ამხანაგური მატჩების ფიფასეულ სიაში. უკრაინელ ჟურნალისტებს ერთადერთი ეჭვი უჩნდებათ: მათ ფედერაციას თამაშამდე თვენახევრით ადრე ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, სად უნდა ემასპინძლა მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონებისთვის. გეგმით ის დონეცკში ან დნეპროპეტროვსკში უნდა გამართულიყო.
ლევან ბიბილაშვილი