ლიგა 1. VIII ტური: "მონაკოს" შვიდი უპასუხო გოლი

AutoSharing Option
1-ელ ოქტომბერს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-8 ტურის 6 შეხვედრა გაიმართა.

"პარი სენ-ჟერმენმა" 2:0 აჯობა ლიდერთა ჯგუფის ერთ-ერთ წარმომადგენელ "ბორდოს". ორივე გოლი პარიზელთა რიგებში ედინსონ კავანიმ გაიტანა.

უნაი ემერი (პსჟ): "კარგია, რომ კავანიმ ისევ დაიწყო გოლების გატანა, ის იბრუნებს პარტნიორების ნდობას, ეს ძალიან კარგია. ბენ არფაც კარგად ჩაერთო თამაშში".

"მონაკომ" 7 უპასუხო გოლი გაუტანა სტუმრად "მეცს" და ისევ ლიდერია. მხოლოდ გუიდო კარილიომ გამოიჩინა თავი დუბლით, დანარჩენი გოლები ხუთმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა მასპინძელთა კარში.

შაბათი. 1 ოქტომბერი
პსჟ-ბორდო
2:0
გოლები: 1:0 კავანი (3), 2:0 კავანი (30)

ლილი-ნანსი 1:0
გოლი: 1:0 ედერი (75-პენ)

დიჟონი-მონპელიე 3:3
გოლები: 0:1 ნინგა (18), 0:2 ნინგა (25), 1:2 ჟურდენი (39 ს. კ.), 1:3 ნინგა (58), 2:3 ვანდენ ბორე (81 ს. კ.), 3:3 რივიერი (90)

ნანტი-ბასტია 1:0
გოლი: 1:0 სტეპინსკი (18)

კაენი-ტულუზი 1:0
გოლი: 1:0 სანტინი (64-პენ)

მეცი-მონაკო 0:7
გოლები: 0:1 ლემარი (7), 0:2 ჟერმენი (23), 0:3 ბ. სილვა (39), 0:4 ფაბინიო (68-პენ), 0:5 კარილიო (72), 0:6 კარილიო (83), 0:7 ბოშილია (89)
გაძევება: დუკურე (60. მეცი)

პარასკევი. 30 სექტემბერი
რენი-გენგამი 1:0

კვირა. 2 ოქტომბერი
ანჟერი-მარსელი 17:00
ნიცა-ლორიანი 19:00
ლიონი-სტ. ეტიენი 22:45

1. მონაკო - 19 ქულა; 2. ნიცა - 17; 3. პსჟ - 16; 4. ტულუზი - 14; 5. ბორდო - 13.
ასევე დაგაინტერესებთ