რუდი გარსია ”ლილში” 2014 წლამდე დარჩება

AutoSharing Option
"ლილის" მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია უახლოეს ხანში კლუბთან ხელშეკრულებას გააგრძელებს. სპეციალისტის მოქმედ კონტრაქტს ვადა მომავალ წელს გასდის, ახალი ხელშეკრულება კი ორწლიანი იქნება, ამ დროისთვის "ლილი" საფრანგეთის პირველობას ლიდერობს და კლუბის ხელმძღვანელობა გარსიას მუშაობით სრულიად კმაყოფილია.

ამასთან თავად თავკაცმა წამოაყენა პირობა, რომლის თანახმადაც წამყვანმა მოთამაშეებმა კლუბთან კონტრაქტი ასევე უნდა გააგრძელონ. მისი სურვილი უკვე თითქმის განხორციელდა, რადგან მავუბამ, ლანდრომ და ბერიამ "ლილთან" ხელშეკრულება გააგრძელეს. ამასთან, დანარჩენ მოთამაშეებთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


მომზადებულია L'Equipe-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული