ჟირონდელებისგან წელს განსაკუთრებულ აღმაფრენასა და საჩემპიონო თამაშის ჩვენებას არავინ ელოდა, მაგრამ მთლად ასეთი უგვანი ასპარეზობაც მოულოდნელი იყო. გამოცდილ ჟან ტიგანას ჯერ კიდევ დიდი შრომა მართებს იმისთვის, რომ გუნდს ღირსეული სახე დაუბრუნოს... თუ აცალეს რასაკვირველია. ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი 24-ე ტურის შემდეგ შოკში იყო.
აი, რას აცხადებდა
არანაკლებ გაოგნებული შეჰყურებდა ტაბლოს "აბე დეშამზე" "ოსერის" დამრიგებელი ჟან ფერნანდესიც. მის გუნდს ახლა გასავარდნი ზონიდან ორადორი ქულა აშორებს და ეს, რასაკვირველია, გუნდში სიტუაციას ბუნებრივად ძაბავს. "არლთან" უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გვქონდა, მაგრამ დაკისრებულ ამოცანას თავი ვერ გავართვით, რადგან ისევ და ისევ უამრავ შეცდომას უშვებდით დაცვის ხაზი, ხოლო შეტევაში სიზუსტე არ გვყოფნიდა. გუნდმა თამაშის კონტროლი მხოლოდ მას მერე ჩაიგდო ხელთ, რაც გოლი გავუშვით. "ოსერი" არ დანებდა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია," - თქვა მწვრთნელმა.
ფერნადესის გუნდი შეხვედრის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე ირენეუშ ელენმა გადაარჩინა. "აუცილებელია, გუნდმა კონცენტრაცია დადებით ასპექტებზე გააკეთოს. იმედია, გადამწყვეტ ეტაპზე ტრავმირებული ფეხბურთელებიც წამოგვეშველებიან," - დაამატა იქვე ჟან ფერნანდესმა, ვინც მიმდინარე სეზონში მართლაც გააწამა ტრავმებმა. ამ მხრივ განსაკუთრებით წინა ხაზის მოთამაშეები "სცოდავენ".
"იცით რა? ჩემი გუნდის გასახდელში პრობლემა არ არსებობს, გადაუჭრელი საკითხი ტრავმებია, მაგრამ გუნდი იმიტომ ვართ, რომ სხვისი სატარებელი ტვირთი ხანდახან მეორემ უნდა აწიოს. ჩვენ არ გვაქვს უფლება ასე ნელ-ნელა ჩავიძიროთ," - განაგრძო მწვრთნელმა. "ნამდვილად არ გვინდა ჩვენ გავხდეთ ის თაობა, რომლის ხელშიც ჩაიძირება "ოსერი", - განაცხადა მცველმა სედრიკ ენბარმა.
"პარი სენ-ჟერმენის" ამბიციას ხანგრძლივი პაუზის (ბოლო "ოქრო" დედაქალაქელებმა 1994 წელს მოიგეს) შემდეგ ლიგა 1-ის ჩემპიონობა მოიპოვოს, კიდევ ერთი გამოცდა ელის - "პარკ დე პრენსს" "ტულუზი" სტუმრობს. 17-წლიანი ლოდინის შემდეგ ანტუან კამბუარეს გუნდი ისე ახლოს არის ოცნების ასრულებასთან, როგორც დიდი ხანია არ ყოფილა. წინა ტურში პარიზელებმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვეს, როცა "ნიცას" გასვლაზე 3:0 მოუგეს. ახლა ისინი ლიდერს სულ 4 რაღაც ქულით ჩამორჩებიან.
აი, რას აცხადებს კამბუარე: "ამ გამარჯვებით ჩვენ უკეთესები ვხდებით, რადგან 3 ქულა ჩვენს განწყობაზე აისახება. "რენთან" წაგებისა და "ლანსთან" უგოლო ფრეს შემდეგ დარწმუნებული ვიყავი, რომ მოგებათა გზას ისევ დავუბრუნდებოდით. მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგან "ნიცასთან" მათ იდეალურად ითამაშეს".
შინაური კედლები მუსიე ანტუანის გუნდისთვის კიდევ ერთი დამატებითი მოტივაცია უნდა გამოდგეს. "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მომენტამდე ვრჩებით "ლილის" მდევართა შორის. იმედია, ამ რბოლაში საბოლოოდ პირველები ჩვენ მივალთ. გადამწყვეტი პერიოდი აპრილში დადგება და ეჭვი მაქვს, რომ ლიდერებში მყოფი ხუთი გუნდიდან რბოლას ყველა ვერ შემორჩება," - აცხადებს კამბუარე.
რაც შეეხება "ტულუზს": ამ გუნდს ევროპაში ასპარეზობის ამბიცია... ჰქონდა, იქამდე, ვიდრე "რენთან" შინ არ წააგებდა უმნიშვნელოვანეს შეხვედრას. რასაკვირველია, ამით ყველაფერი არ დასრულებულა, მაგრამ ევროპის ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ამიერიდან ძალიან გართულდება. ყველაფრის მიუხედავად ისინი "პარკ დე პრენსზე" ტურისტის რანგში ჩასვლას არ აპირებენ.
დღეს:
21:00 არლი-ბრესტი
21:00 მონაკო-კაენი
21:00 სოშო-მონპელიე
21:00 სტ.ეტიენი-ნიცა
21:00 რენი-ლანსი
21:00 ვალანსიენი-ლორიანი
23:00 ბორდო-ოსერი
ხვალ:
19:00 ნანსი-ლორიანი
19:00 პარი სენ-ჟერმენი-ტულუზი
23:00 ლილი-ლიონი
1. ლილი 24 12 9 3 42-23 45
2. რენი 24 12 7 5 28-18 43
3. მარსელი 24 11 9 4 34-20 42
4. ლიონი 24 11 8 5 38-24 41
5. პსჟ 24 11 8 5 37-24 41
6. მონპელიე 24 10 7 7 21-23 37
7. სენტ ეტიენი 24 9 8 7 33-30 35
8. ლორიენი 24 10 4 10 32-31 34
9. ბრესტი 24 9 7 8 25-24 34
10. ტულუზი 24 10 3 11 26-26 33
11. სოშო 24 9 4 11 39-31 31
12. ბორდო 24 7 10 7 29-30 31
13. ვალენსიენი 24 7 9 8 30-27 30
14. კაენი 24 7 7 10 26-34 28
15. ნანსი 24 8 4 12 26-39 28
16. ოსერი 24 4 14 6 29-30 26
17. ნიცა 24 6 8 10 15-27 26
18. მონაკო 24 4 12 8 23-26 24
19. ლანსი 24 5 9 10 24-38 24
20. არლი 24 1 7 16 12-44 10