მენეზესი მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
"კორინთიანსის" თავკაცი მანო მენეზესი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელობის მთავარ კანდიდატად იქცა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სელესაოს ჩაბარებაზე უარი "ფლუმინენსეს" დამრიგებელმა მაურისიო რამალიომ განაცხადა.

ბრაზილიური პრესის ცნობით, მენეზესი ნაკრებში მუშაობაზე თანახმაა და თუ მოსალოდნელია, რომ მას ორშაბათსვე წარადგენენ.
"ვიმედოვნებ, რომ მენეზესი ნაკრების მომზადებას უახლოეს დღეებში შეუდგება და 10 აგვისტოს აშშ-სთან ამხანაგურ მატჩს მისი ხელმძღვანელობით ჩავატარებთ", - ამბობს ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი რიკარდო ტეიშეირა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული