მენეზესმა ბრაზილია ჩაიბარა!

AutoSharing Option
უკვე გაცნობეთ, რომ "სელესაოს" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატად მანო მენეზესი იქცა. მოლოდინი გამართლდა და იგი უკვე ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცია.

"ამ წინადადებას სიხარულითა და სიამაყით დავთანხმდი. ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობა ჩემთვის უდიდესი პატივია", - აცხადებს მენეზესი, რომელიც აქამდე "კორინთიანსის" დამრიგებელი იყო.

ახალ თანამდებობაზე პირველ მატჩს იგი 10 აგვისტოს ჩაატარებს, როცა ბრაზილია ამხანაგურად აშშ-ს შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული