არგენტინელმა ფეხბურთელებმა არბიტრი გონების დაკარგვამდე სცემეს

AutoSharing Option
არგენტინელი არბიტრი უგო ვეგა "ხუვენტუდ კათოლიკასა" და "სპორტივო ლაგუნო ლარგას" შორის რეგიონალური ლიგის მატჩის შემდეგ საავადმყოფოში მოხვდა. შეხვედრის მსვლელობისას "ხუვენტუდ კათოლიკას" ფეხბურთელები მსაჯს თავს დაესხნენ და გონების დაკარგვამდე სცემეს.

შეხლაშემოხლა მეორე ტაიმის შუაგულში მოხდა, როდესაც ვეგამ არბიტრთან დავისთვის "ხუვენტუდის" ერთერთი მოთამაშე მინდვრიდან გააძევა. ამის შემდეგ ფეხბურთელებმა მსაჯს და მის თანაშემწეებს ცემა დაუწყეს.

არბიტრმა თქვა, რომ ამგვარ სიტუაციაში პირველად მოხვდა. ვეგამ ხაზი გაუსვა, რომ მას ფეხებითა და ხელებით ურტყამდნენ და ძალიან შეშინდა. "ხუვენტუდ კათოლიკას" პრეზიდენტმა ალეხანდრო აგირემ ფეხბურთელები დაიცვა. აგირეს თქმით,
მოთამაშეები დაიღალნენ იმით, რომ მსაჯი მათ გუნდს უსამართლოდ ექცევა.

"ხუვენტუდ კათოლიკასა" და "სპორტივო ლაგუნა ლარგას" შორის მატჩში ჩხუბი მაშინ დაიწყო, როდესაც ანგარიში 1:0 იყო "სპორტივოს" სასარგებლოდ. არბიტრზე თავდასხმის გამო მატჩი შეწყდა. მიუსჯიან თუ არა "ხუვენტუდს" ტექნიკურ წაგებას არ არის ცნობილი.



მკითხველის კომენტარები / 1 /
ყველას, ვინც მოდის სტადიონზე! საქართველო vs ხორვატია. შაბათს, 26 მარტს. ზუსტად ჰიმნების მერე და თამაშის დაწყებამდე ვიწყებთ სკანდირებას. 1 სრული წუთი! ზუსტად ჰიმნების მერე: დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე! დე-მე-ტრა-ძე!.. 1 სრული წუთი არ ვჩერდებით.

0

სიახლეები პოპულარული