ისევ ის რიკელმე

AutoSharing Option
ესტუდიანტესის ფეხბურთელი მძიმე მდგომარეობაშია

ხიმნასია-ინდეპენდიენტე 1:2
გოლები: 1:0 მასუერო (18), 1:1 სილვერა (54), 1:2 პელერანო (90)
გაძევება: მატეუ (56. ინდეპენდიენტე)

ბანფილდი-არხენტინოსი 0:2
გოლები: 0:1 ნიელი (31), 0:2 ბოგადო (79)

ოლ ბოისი-ლანუსი 0:0

ოლიმპო-ველესი 1:2
გოლები: 0:1 რ. ალვარესი (1), 1:1 როლე (39-პენ), 1:2 პაპა (51)

ნიუელსი-არსენალი 2:2
გოლები: 0:1 ლეგისამონი (26), 0:2 ობოლო (29), 1:2 კობელი (46), 2:2 ალმირონი (53)
გაძევება: სპერდუტი (79. ნიუელსი)

რასინგი-ტიგრე 1:2
გოლები: 0:1 მარიანო პერნია (23), 0:2 სტრაკვალურსი (51), 1:2 იაკობი (76)
გაძევება: ლიხტი (43), ფარინა (85)

გოდოი კრუსი-ურაკანი 3:1
გოლები: 1:0
ნავარო (4), 1:1 კამპორა (6), 2:1 ნავარო (15), 3:1 სალინასი (39-პენ)

კილმესი-რივერი 0:1
გოლი: 0:1 ფერარი (13)

სან ლორენსო-კოლონი 1:2
გოლები: 0:1 აკოსტა (19), 0:2 აკოსტა (35), 1:2 კარმონა (90)
გაძევება: ლედესმა (58)

ბოკა-ესტუდიანტესი 2:1
გოლები: 0:1 რ. ლოპესი (7), 1:1 რიკელმე (15), 2:1 ვიატრი (89)

ტურის მოვლენები

კლაუსურას მე-8 ტურის ცენტრალური მატჩი უდავოდ "ბოკა ხუნიორსისა" და "ესტუდიანტესის" დაპირისპირება იყო. "ბოკამ" კლუბის დაარსებიდან 106 წლისთავი 2:1 გამარჯვებით აღნიშნა. სხვათა შორის, უკვე სამი წელიწადია, რაც ის ვერ ახერხებდა "სტუდენტების" დამარცხებას და როგორც იქნა, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყდა.
"რივერ პლეიტი" ქულებით დაეწია "ესტუდიანტესს", თუმცა კლაუსურას პოტენციური ლიდერი "ველეს სარსფილდია", რომელსაც თამაშით ნაკლები აქვს გამართული და დაწინაურებულებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. "ველესი" მართლაც ბრწყინვალე ფორმაშია, ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.

"რასინგი" კი კვლავ აგებს. თუკი "ესტუდიანტესთან" და "ლანუსთან" მარცხს რაღაც გამართლება ჰქონდა, სუსტ "ტიგრესთან" წაგება უკვე მეტისმეტია. არადა, "რასინგი" ცუდად არ თამაშობდა, უბრალოდ, ბურთს არა და არ სურდა სტუმართა კარში შესვლა. შეგახსენებთ, რომ სეზონის წინ "რასინგი" კლაუსურას მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, ესეც არგენტინის ჩემპიონატის დამახასიათებელია - ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადია.
მოგეხსენებათ, არგენტინაში გავარდნა-დარჩენა მხოლოდ ერთი სეზონის შედეგების მიხედვით არ ხდება. ასე რომ, პარადოქსია, მაგრამ ფაქტია - მე-7 ადგილზე მყოფი "ოლიმპო" დარჩენა-გავარდნის ცხრილში მე-17 ადგილზეა და თუ არ გაიუმჯობესა მდგომარეობა, სეზონის ბოლოს გადათამაშებაში მოუწევს მონაწილეობა.
რობერტო პომპეიმ პირველად წააგო, როგორც "ურაკანის" მწვრთნელმა.

ტურის ციფრები

შედეგიანობა კარგია - 26 გოლი 10 მატჩში (2,6 გოლი საშუალოდ ერთ შეხვედრაში), მეტი გოლი სტუმრებმა გაიტანეს - 15:11.
სხვათა შორის, ჩემპიონატში ჯერ ჰეთ თრიკი არ დაფიქსირებულა, ტურში დუბლით თავი ორმა ფეხბურთელმა გამოიჩინა. სხვათა შორის, არც ალვარო ნავარო "გოდოი კრუსიდან" და არც ლუკას აკოსტა "კოლონიდან" არ ითვლებიან თავიანთ კლუბებში სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებად. ჩემპიონატში ჯერ არ წაუგია მატჩი "არხენტინოს ხუნიორსს", ხოლო "კილმესს" არ მოუგია.

ტურის მატჩი
"ბოკა" ვს "ესტუდიანტესი"

სანახაობრივი თვალსაზრისით, ეს თამაში "სან ლორენსოსა" და "კოლონის" შეხვედრას აშკარად ჩამორჩებოდა, შეიძლება - სხვასაც, მაგრამ "ბომბონერაზე" მაინც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო.
"ბოკა ხუნიორსი", შეიძლება, ვერ გამოირჩევა კარგი შედეგებით, მაგრამ კლასით არგენტინაში ბევრს სჯობს, ყველას თუ არა. თანაც, გუნდის ლიდერი ხუან რომან რიკელმე შესანიშნავ ფორმაშია. 32 წლის ნახევარმცველი დიდებული ფეხბურთელია მან ეს "სტუდენტებთან" მატჩში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რიკელმეს, ზედიზედ ორი ტურია, საჯარიმო დარტყმით გააქვს გოლები. თანაც, მან ისე უნაკლოდ შეასრულა დარტყმა, რომ აგუსტინ ორიონს გუნდის გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. ამ თამაშში კარგად გამოჩნდა, რომ 24 წლის ლუკას ვიატრი ბევრად სჯობს მარტი პალერმოს და დროა, ვეტერანს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინონ ადგილი.
ხუან რიკელმე: "როცა იმარჯვებ, მშვიდდები. ახლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ თითოეულ მატჩზე. გუნდს ჯერ კიდევ ბევრ ასპექტში აქვს მოსამატებელი. მეტოქეს "კოპა ლიბერტადორესზე" მნიშვნელოვანი მატჩი ჰქონდა, მიუხედავად ამისა, ჩვენ არაფერი დაგვითმო. ძალიან დაძაბული შეხვედრა იყო და მატჩის მიწურულს ცოტა გაგვიმართლა კიდეც. როცა საჯარიმოს ვურტყამ, ყოველთვის მჯერა, რომ გოლს შევაგდებ. ესე რომ არ იყოს, აუცილებლად სხვას დავუთმობდი ბურთს".
ცუდი ამბავი შეემთხვა "ესტუდიანტესის" 19 წლის ნახევარმცველ მაიკლ ოიოსს - თამაშის წინა ღამით მან ლა პლატაში ავტომობილი ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ახალგაზრდაფეხბურთელმა მძიმე დაზიანებები მიიღო და გონებაც დაკარგა. საბედნიეროდ, კლინიკაში ის გონს მოვიდა, ექიმები მის მდგომარეობას მძიმეს, მაგრამ სტაბილურს უწოდებენ. ოიოსი ამერიკაშია დაბადებული, თუმცა არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრების წევრია. ამ სეზონში მან 7 თამაშში 1 გოლი გაიტანა.

ტურის გმირი
ლუკას აკოსტა (კოლონი)

23 წლის ნახევარმცველი ერთ დროს ძალზე პერსპექტიულ ფეხბურთელად ითვლებოდა, 2008 წელს მას "კოლონის" 10-ნომრიანი მაისურაც გადასცეს, თუმცა აკოსტას პროგრესის ნაცვლად რეგრესი დაეწყო. ეს სეზონი კი მისთვის დიდებულად დაიწყო, "სან ლორენსოს" კარში ლუკასმა ორი გოლი გაიტანა, ორივე - თავით.

ტურის ულოგიკობა

"რასინგმა", "სან ლორენსომ" და "ხიმნასიამ" კარგად ითამაშეს, აჯობეს მეტოქეებს, მაგრამ სამივემ წააგო, თანაც ერთნაირი ანგარიშით - 1:2.

ტურის გოლები

ხუან რომან რიკელმეს ("ბოკა") გოლი "ესტუდიანტესის" კარში.
ლუკას ვიატრის ("ბოკა") თავური გოლი "ესტუდიანტესის" კარში.
პაულო ფერარის ("რივერი") გოლი შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ "კილმესის" კარში.

თ მ ფ წ ბ ქ
1. ესტუდიანტესი 8 5 0 3 10-5 15
2. რივერი 8 4 3 1 8-4 15
3. გოდოი კრუსი 8 4 2 2 17-12 14
4. ველესი 7 4 2 1 12-7 14
5. არხენტინოსი 8 3 5 0 7-2 14
6. სან ლორენსო 7 4 1 2 10-5 13
7. ოლიმპო 8 4 1 3 15-12 13
8. კოლონი 8 4 1 3 11-12 13
9. რასინგი 8 4 0 4 13-12 12
10. ბანფილდი 8 3 3 2 10-10 12
11. ლანუსი 8 3 2 3 11-9 11
12. ტიგრე 8 3 2 3 9-10 11
13. ინდეპენდიენტე 8 2 4 2 10-9 10
14. ურაკანი 8 2 4 2 12-13 10
15. ბოკა 8 3 1 4 5-9 10
16. არსენალი 8 2 3 3 10-11 9
17. ხიმნასია 8 2 2 4 8-12 8
18. ნიუელსი 8 1 2 5 9-17 5
19. ოლ ბოისი 8 1 2 5 2-11 5
20. კილმესი 8 0 2 6 4-11 2

ბომბარდირები: 6 - ხავიერ კამპორა (ურაკანი), დენის სტრაკვალურსი (ტიგრე); 5 - ხუან ანხელ ნეირა (ხიმნასია), ესეკიელ მაჯოლო (ოლიმპო), ტეოფილო გუტიერესი (რასინგი), ესტებან ფუერტესი (კოლონი); 4 - ალვარო ნავარო (გოდოი), დიეგო ვალერი (ლანუსი).

მომდევნო ტური
8 აპრილი: ესტუდიანტესი-სან ლორენსო, ინდეპენდიენტე-გოდოი კრუსი.
9 აპრილი: კოლონი-ოლიმპო, არსენალი-კილმესი, ურაკანი-რასინგი, რივერი-ბანფილდი.
10 აპრილი: არხენტინოსი-ხიმნასია, ტიგრე-ოლ ბოისი, ველესი-ნიუელსი, ლანუსი-ბოკა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული