მენეზეშმა პატუ დააბრუნა

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ახალმა მწვრთნელმა მანო მენეზეშმა დაასახელა 24-კაციანი შემადგენლობა, რომელსაც აშშ-სთან 10 აგვისტოს ამხანაგური მატჩისთვის მოამზადებს. "სელესაოში" სერიოზული ცვლილებებია, ფაქტობრივად - რევოლუცია. მენეზეშმა უარი თქვა კაკას, ლუიშ ფაბიანოსა და მეკარე ჟულიო სეზარის სამსახურზე. და საერთოდაც, კარლოს დუნგას 23-კაციანი სამუნდიალო კრებულიდან ახალმა მწვრთნელმა მხოლოდ რობინიო, დანიელ ალვეში, რამირესი და ტიაგო სილვა გამოიძახა. მნიშვნელოვანი ამბავია ეროვნულ გუნდში "მილანის" ფორვარდ ალეშანდრე პატუს დაბრუნება. მენეზეშის სრული არჩევანი ასეთია:

მეკარეები - ჯეფერსონი (ბოტაფოგო), რენანი (ავაი), ვიქტორი (გრემიო);
მცველები - ანდრე სანტოსი (ფენერბაჰჩე), დანიელ ალვეში (ბარსელონა),
დავიდ ლუიზი (ბენფიკა), ენრიკე (სანტანდერი), მარსელო (რეალი), რაფაელ და სილვა (მანჩესტერ იუნაიტედი), რევერი (ატლეტიკო მინეირო), ტიაგო სილვა (მილანი);
ნახევარმცველები - კარლუშ ედუარდო (ჰოფენჰაიმი), ედერსონი (ლიონი), ერნანეში (სან პაულო), ჟუსილეი (კორინთიანსი), ლუკაშ ლეივა (ლივერპული), განზო (სანტოსი), რამირესი (ბენფიკა), სანდრო (ინტერნასიონალი);
თავდამსხმელები - ანდრე (სანტოსი), ნეიმარი (სანტოსი), პატუ (მილანი), რობინიო (სანტოსი), ტარდელი (ატლეტიკო მინეირო).


მკითხველის კომენტარები / 1 /
მენეზეში დუნგას ნამდვილად აჯობებს...
Woland Azazelo
19:51 27-07-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული