ამას არგენტინული "ოლე" იუწყება, რომლის ცნობითაც დიეგო მარადონამ ეს გადაწყვეტილება არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ხულიო გრონდონასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. როგორც გახსოვთ, მარადონა სრული სამწვრთნელო შტაბის სამსახურში დატოვებას მოითხოვდა, რაზედაც გრონდონასგან უარი მიიღო.
"ოლეს" ცნობით, ირლანდიასთან ამხანაგური მატჩისთვის, რომელიც 11 აგვისტოს გაიმართება, ალბისელესტეს დროებითი მწვრთნელის სტატუსით სერხიო ბატისტა მოამზადებს.
ხაზი გავუსვათ, რომ მარადონას გადადგომა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.