დიეგო მოხსნეს

AutoSharing Option
დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრების მწვრთნელი აღარ არის. მსოფლიო ფეხბურთის კოლორიტს ერთობ მძიმე შეხვედრა ჰქონდა ხულიო გრონდონასთან, რასაც შემდეგ მოჰყვა ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც დიეგოს კარისკენ მიუთითა...
გრონდონასთან შეხვედრამდე მარადონა მზად იყო, გაეგრძელებინა მუშაობა, მაგრამ არგენტინული ფეხბურთის ბოსმა მწვრთნელის მოთხოვნა (სამწვრთნელო შტაბის მხოლოდ საკუთარი სურვილით დაკომპლექტება) არ დააკმაყოფილა. გრონდონას სხვა გეგმები აქვს - ის უკვე ეძებს მარადონას შემცვლელს...

"ოლეს" ინფორმაციით, ირლანდიასთან 11 აგვისტოს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის "ალბისელესტეს" დროებითი მწვრთნელის სტატუსით სერხიო ბატისტა (20-წლამდელთა თავკაცი) მოამზადებს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, არგენტინის
ნაკრებს ახალი მწვრთნელი უხლოეს პერიოდში დაუნიშნონ...

უკვე ლაპარაკია კონკრეტულ პერსონებზე. ერთ-ერთი მათგანია ალეხანდრო საბელია, რომელმაც გასულ წელს "ესტუდიანტესს" "კოპა ლიბერტადორესი" მოაგებინა.

პოტენციური კანდიდატია მიგელ ანხელ რუსოც ("რასინგი"). აბა, ისე როგორ იქნება, კარლოს ბიანკის კანდიდატურაც არ განიხილებოდეს. 61 წლის სპეციალისტმა სერიოზულ წარმატებებს მიაღწია "ველეს სარსფილდსა" და "ბოკა ხუნიორსში", თუმცა მისი დანიშვნის შანსი მცირეა - ბიანკი გრონდონასთან თბილი ურთიერთობით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის...

რა თქმა უნდა, სათვალავშია დიეგო სიმეონეც, ახლო წარსულში მადრიდის "ატლეტიკოს", "ინტერისა" და "ლაციოს" შესანიშნავი ნახევარმცველი, კაცი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი (11 გოლი) ჩაატარა და მოკლე პერიოდში სამწვრთნელო ასპარეზზეც მიაღწია ხელშესახებ წარმატებებს. ამ გაზაფხულზე ის "სან ლორენსოდან" გაათავისუფლეს და ჯერჯერობით, უმუშევარია.

დასახელდა რამონ დიასის კანდიდატურაც. ცხადია, შანსი აქვს დროებით დანიშნულ ბატისტასაც, რომელსაც ზურგს უმაგრებს 2008 წლის ოლიმპიადის ოქრო. სხვათა შორის, გაიხსენეს "ალბისელესტეს" ყოფილი დამრიგებელი მარსელო ბიელსაც, ვისაც გასულ მუნდიალზე არცთუ ურიგო გუნდი ჰყავდა ჩილეს ნაკრების სახით...
მოკლედ, ინტრიგა და სალაპარაკო უხვადაა. ჩვენც მივყვეთ მოვლენათა განვითარებას...
მკითხველის კომენტარები / 7 /
და რას ვერ არჩევთ უკვე კაცები ჯიქნებს? სად დედის ჯიქნები და სად შვილის.
სულ გამოშტერდით რა
xoxo
16:46 30-08-2020
0
ერთი პლასტიკური ქირურგი ალამაზებს?
anna
13:17 22-06-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული