სტრაკვალურსისა და სტატუს კვოს ტური

AutoSharing Option

პირველი ჰეთ თრიკი, მოგება, წაგება


კილმესი-ნიუელსი 3:1
გოლები: 1:0 რომეო (22), 1:1 სპერდუტი (26), 2:1 კაუტერუსიო (61), 3:1 რომეო (85)

სან ლორენსო-ლანუსი 1:1
გოლები: 1:0 მენსეგესი (52), 1:1 გოლტცი (68)

რასინგი-ინდეპენდიენტე 2:0
გოლები: 1:0 აუჩე (43), 2:0 გუტიერესი (86)
გაძევება: ლიხტი (90. რასინგი)

ოლ ბოისი-ურაკანი 3:1
გოლები: 1:0 ფაბიანი (12), 2:0 ფაბიანი (19), 2:1 კამპორა (21), 3:1 გილიოტი (51-პენ)

გოდოი კრუსი-არხენტინოსი 1:0
გოლი: 1:0 ვილიარი (2)

ოლიმპო-ესტუდიანტესი 2:2
გოლები: 1:0 გალვანი (30), 1:1 მოსეტი (55 ს.კ.), 1:2 ფერნანდესი (59), 2:2 ბარეირო (63)

ბოკა-ტიგრე 3:3
გოლები: 0:1 სტრაკვალურსი
(21), 0:2 სტრაკვალურსი (35), 1:2 კოლასო (42), 2:2 რიკელმე (45), 2:3 სტრაკვალურსი (69), 3:3 როდრიგესი (77)

კოლონი-ველესი 1:1
გოლები: 1:0 მორენო ი ფანიანესი (65), 1:1 საპატა (90)

ხიმნასია-რივერი 0:0

ბანფილდი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 ფერეირა (63)

თქვენს წინაშეა არგენტინის ჩემპიონატის მე-10 ტურის მიმოხილვა. ამ ტურში ლიდერთა ჯგუფში ცვლილებები არ მომხდარა, თუმცა კი ბევრი საინტერესო მატჩის მომსწრენი გავხდით.

ტურის მოვლენები

არგენტინულ ფეხბურთში "ისტორიული" მოვლენა მოხდა - "კილმესმა" პირველად მოიგო კლაუსურაზე. "ნიუელს ოლდ ბოისთან" მატჩი იყო სუსტისა და კიდევ უფრო სუსტის შერკინება. როგორც ხედავთ, "ნიუელსს" არ უშველა რობერტო სენსინის გადადგომამ, უშველის თუ არა ლეო მესის მშობლიურ კლუბს ხავიერ ტორენტის დანიშვნა, მომავალი ტურები გვიჩვენებს.
სხვათა შორის, მარსელო ბიელსას ყოფილი ასისტენტი მართლაც საჭირო დროს მიდის "ნიუელსში". გუნდს ნამდვილად აქვს უკეთ ათამაშების რესურსი, თუკი სეზონის შემდეგ ფეხბურთელები არ გაყიდეს. უპირველესად კი 25 წლის ფორვარდი მაურისიო სპერდუტია შესანარჩუნებელი. ამ სეზონში ტორენტისგან არავინ მოითხოვს ციდან ვარსკვლავების მოწყვეტას, შესაბამისად მას დრო საკმარისად აქვს. შეუძლია ექსპერიმენტები ატაროს და გუნდი მომავალი სეზონისთვის მოამზადოს. შემდეგ კი ზამთრის სატრანსფერო სეზონიც (არგენტინაში ივნის-აგვისტოში ზამთარია) მოვა...
როგორც იქნა - ჩემპიონატში შესრულდა პირველი ჰეთ თრიკი! და ეს "ბოკა ხუნიორსის" წინააღმდეგ, "ბომბონერაზე" მოხდა. ბრავო, დენის სტრაკვალურსი!
"აველიანედური კლასიკოც" ვიხილეთ, რომელშიც "რასინგმა" დამაჯერებლად დაამარცხა "ინდეპენდიენტე" - 2:0. რომ არა ოთხმატჩიანი ჩავარდნა, როცა "აკადემია" ვერაფრით ახერხებდა მოგებას, "რასინგი" ახლა ცხრილის შუაში კი არ იქნებოდა, არამედ კლაუსურას ერთპიროვნულად ულიდერებდა.
პირველად წააგო სეზონში "არხენტინოს ხუნიორსმა". "ხოჭოებმა" სტუმრად მატჩის მე-2 წუთზევე გაუშვეს სტუმრად "გოდოი კრუსთან" და საპასუხო გოლის გატანა ვერაფრით შეძლეს. თუმცა ახლა მათთვის ხომ მთავარი "ლიბერტადორესის" მატჩია ფლუმინენსეს წინააღმდეგ.
აგვისტოს შემდეგ, როგორც იქნა, გაიტანა კრისტიან ფაბიანიმ. "ოლ ბოისის" 27 წლის გოლიათმა ფორვარდმა დუბლი შეასრულა "ურაკანის" კარში. სხვათა შორის, შარშანდელი აგვისტოს წინ, მისი "Mშრალი სერია" წელიწადნახევარი გრძელდებოდა - 2009-ში მას "რივერის" მწვრთნელები არ ენდობოდნენ, კლუბის გამოცვლამაც საქმეს არ უშველა, რადგან თავად "ოგროსაც" არა აქვს ოქროს ხასიათი.

ტურის ციფრები

შედეგიანობა კარგი იყო - 26 გოლი 10 მატჩში (საშუალოდ 2,6 გოლი), 17:9 მასპინძელთა სასარგებლოდ. პირველ ჰეთ თრიკზე უკვე ვთქვით, მისი ავტორი "ტიგრეს" 23 წლის ფორვარდი დენის სტრაკვალურსია, რომელსაც აპერტურასა და კლაუსურაში ერთად 20 გოლი დაუგროვდა. ტურში დუბლებით გამოირჩნენ: კრისტიან ფაბიანი (ოლ ბოისი) და ბერნარდო რომეო (კილმესი). "ტიგრე", "ოლ ბოისი" და "კილმესი" - ვერაფერს იტყვი, შესანიშნავი კომპანიაა. მართალია, მათი კლუბები აშკარად სუსტები არიან, თუმცა სამივე თავგამოჩენილი ფორვარდი კარგად ცნობილია არგენტინული ფეხბურთის მოყვარულთა შორის, ხოლო რომეო ევროპულისაც, რადგან მან "ჰამბურგში" სამი სეზონი გაატარა და ჯამში 35 გოლი გაიტანა, შემდეგ კი "მალიორკასა" და "ოსასუნაში" ითამაშა. გახსოვთ ეს 33 წლის ფორვარდი?

ტურის ტენდენცია

ჩემპიონატის ლიდერებს ფრეთა "სინდრომი" დაერია - მე-9 ტურის შემდეგ პირველ ექვსეულში მყოფმა გუნდებმა ვერ მოიგეს, მაგრამ არც წააგეს. მოკლედ, "რივერის" წაფორხილებით ვერავინ ისარგებლა.

ტურის მატჩი

აველიანედური კლასიკო, მხოლოდ იმიტომ, რომ "რასინგმა" ბრწყინვალედ ითამაშა. არც "ინდეპენდიენტეს" დავუკარგოთ გარჯა, "წითლებს" კარგად არ უთამაშიათ, თუმცა მათ ბოლომდე იბრძოლეს, მატჩს ინტრიგა ბოლომდე გაჰყვა.

ტურის გმირი
დენის სტრაკვალურსი (ტიგრე)

14 წლის წინათ გილერმო ბაროს სკელოტომ შეასრულა ჰეთ თრიკი. მას შემდეგ ასეთი გმირობა "ბომბონერაზე" არავის ჩაუდენია, არც გულშემატკივართა საყვარელ ფორვარდ მარტინ პალერმოს. და აი, კვირას სკელოტოს მიღწევა, სტრაკვალურსიმ გაიმეორა, "ტიგრეს" ფეხბურთელმა, "ბოკას" სტადიონზე!

ტურის ანტიგმირი
რიკარდო გარეკა ("ველესის" თავკაცი)

ნამდვილი მაზოხისტია ეს გარეკა! თითქოს, ჭკვიანი მწვრთნელია, მაგრამ იცოდეთ, თუ "ველესი" კვლავ ვერ გახდება ჩემპიონი, გარეკას ბრალი იქნება: შესანიშნავად მოთამაშე ხუან მარტინესის ნაცვლად ისევ დავიდ რამირესი ათამაშა.

ტურის ტრავმა

და ისევ რიკელმე - რომანმა "ტიგრეს" წინააღმდეგ კარგად ითამაშა, გოლიც გაიტანა, მაგრამ, თურმე, ბოლოს ტრავმირებული ასრულებდა თამაშს. რიკელმეს მუცლის კუნთი აქვს გაწყვეტილი. ერთ ტურს "ბოკას" ლიდერი აუცილებლად გამოტოვებს, კარგი იქნება, თუკი მე-12 ტურისთვის, "ინდეპენდიენტესთან" მატჩისთვის გამოჯანმრთელდება.

ტურის გოლები

გაბრიელ აუჩე (რასინგი) "ინდეპენდიენტეს" კარში.
კლემენტე როდრიგესი (ბოკა) "ტიგრეს" კარში.
გასტონ ფერნანდესი (ესტუდიანტესი) "ოლიმპოს" კარში.


თ მ ფ წ ბ ქ
1. რივერი 10 5 4 1 9-4 19
2. ველესი 9 5 3 1 15-8 18
3. ოლიმპო 10 5 2 3 19-14 17
4. ესტუდიანტესი 10 5 2 3 12-7 17
5. გოდოი კრუსი 10 5 2 3 18-15 17
6. რასინგი 10 5 1 4 15-12 16
7. სან ლორენსო 9 4 3 2 11-6 15
8. ლანუსი 10 4 3 3 14-10 15
9. არხენტინოსი 10 3 6 1 8-4 15
10. ბანფილდი 10 4 3 3 11-11 15
11. კოლონი 10 4 2 4 12-15 14
12. ინდეპენდიენტე 10 3 4 3 13-11 13
13. ტიგრე 10 3 3 4 12-14 12
14. ურაკანი 10 2 5 3 13-16 11
15. ბოკა 10 3 2 5 8-14 11
16. ოლ ბოისი 10 3 2 5 6-12 11
17. არსენალი 10 2 4 4 12-14 10
18. ხიმნასია 10 2 4 4 9-13 10
19. კილმესი 10 1 3 6 9-14 6
20. ნიუელსი 10 1 2 7 10-22 5

ბომბარდირები: 9 - სტრაკვალურსი (ტიგრე); 7 - კამპორა (ურაკანი); 6 - გუტიერესი (რასინგი); 5 - ნეირა (ხიმნასია), მაჯოლო (ოლიმპო), ფუერტესი (კოლონი), ვალერი (ლანუსი).

გამოტოვებული მატჩი

ველესი-სან ლორენსო გვიან დასრულდა

მომდევნო ტური
23 აპრილი: ნიუელსი-ბანფილდი, ველესი-კილმესი, ესტუდიანტესი-კოლონი, ინდეპენდიენტე-ოლ ბოისი, რივერი-გოდოი კრუსი
24 აპრილი: არსენალი-ხიმნასია, ტიგრე-სან ლორენსო, ურაკანი-ბოკა, არხენტინოსი-რასინგი.
25 აპრილი: ლანუსი-ოლიმპო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული