ბუენოსაირესული კლუბის ყოფილი თავკაცი რამონ ანხელ დიასი ეროვნულ ჩემპიონატში "ტიგრესთან" (0:1) წაგების შემდეგ გადადგა. გუშინ კლუბის პრეზიდენტმა კარლოს აბდომ განაცხადა, რომ მარადონას წარმომადგენლები დაუკავშირდნენ.
"სან ლორენსოს" მთავარი მწვრთნელობის პრეტენდენტები ალფიო ბასილე და მარსელო ბიელსა არიან, რომლებიც, ისევე როგორც მარადონა, უწინ ეროვნულ ნაკრებს ხელმძღვანელობდნენ.
აღსანიშნავია, რომ "სან ლორენსო" არგენტინის ჩემპიონი 11-ჯერ გახდა. დღეისთვის ბუენოსაირესულმა კლუბმა ეროვნული ჩემპიონატის 11 მატჩში 15 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში 11-ე ადგილს
მომზადებულია AP-ის მიხედვით