ახლა მთელი სამხრეთ ამერიკის ყურადღება ლიბერტადორესის თასისკენაა მიმართული, რომლის მერვედფინალში მხოლოდ ორი არგენტინული კლუბი გავიდა: "ველეს სარსფილდი" და "ესტუდიანტესი". პირველმა თითქმის გაინაღდა მეოთხედფინალი, მას მერე, რაც "კიტოს" შინ 3:0 მოუგო
ტურის მოვლენები
"სან ლორენსოს" მარცხი და რამონ დიასის გადადგომა ტურის მთავარი მოვლენაა. ვთქვათ პირდაპირ, მწვრთნელი რომ წავიდოდა, ამის წინაპირობა უკვე იყო
ბოლოსწინა (სულ ახლახან, სულაც მაჩანჩალა) "კილმესმა" სტუმრად 5-გოლიან თრილერში ერთპიროვნული ლიდერი "ველეს სარსფილდი" დაამარცხა, თანაც მატჩი 10 კაცით ჩაამთავრა. რომ მოეგო, "ველესი" წინ გაიჭრებოდა, არგენტინის ჩემპიონატში 4-ქულიანი უპირატესობაც ბევრს ნიშნავს, ახლა კი ინტრიგა კიდევ უფრო გახურდა.
"ნიუელს ოლდ ბოისში" დებიუტი ჰქონდა ახალ თავკაც ხავიერ ტორენტეს, წარუმატებელი "კეთროვნებმა" "ბანფილდთან" 0:1 წააგეს.
გამოვარჩევთ ლეგენდების "დაბრუნებას" - 37 წლის გილერმე ბაროსმა ბოლოს 14 წლის წინათ გაიტანა "ხიმნასიას" მაისურით. გასაოცარი არაფერია, ის ხომ 1997 წლიდან 10 წელი "ბოკას" ღირსებას იცავდა, მერე კი ამერიკულ მლს-ში, "კოლუმბუსში" გამოდიოდა. გასაკვირი მხოლოდ ისაა, რომ კლაუსურას წინ დაბრუნებულმა გოლიადორმა მერვე ცდიდან პირველად კვირას შეაგდო. გოლი გაიტანა მასზე ერთი წლით უმცროსმა მარტინ პალერმომაც, რომელიც მისთვის პირველია ამ ჩემპიონატში. კინაღამ ვიფიქრეთ, რომ მარტინი კარიერის დასრულებამდე (სეზონის მერე მიდის ფეხბურთიდან) გოლის გატანას ვეღარ შეძლებდა. "ამ უგოლობის გამო ღამეები არ მეძინა, ახლა კი შვებით ამოვისუნთქე. სხვათა შორის, უფრო დიდი უგოლო სერიაც მქონია, "ვილიარეალში" თამაშისას, მაშინ 12 შეხვედრაში ვერ გავიტანე. ამ ხნის განმავლობაში ბევრი მხარდამჭერი მესიჯი მივიღე. გოლმა ენით აუწერელი სიხარული მომგვარი, მზად ვიყავი გზად ყველას გადავხვეოდი, მაგრამ ამხელა მკლავებიც არ მაქვს, რომ ყველას ჩავეხუტო", - ასე ახსნა თავისი გრძნობები თამაშის შემდეგ მარტინმა.
ტურის ციფრები
ისევე როგორც, მე-10 ტურში, ახლაც 26 გოლი გავიდა 10 ტურში, მაგრამ ახლა სტუმრებმა გოლებით 16:10 აჯობეს მასპინძლებს. დუბლის შესრულება შეძლო ბევრისთვის უცნობმა პაბლო ვასკესმა, მაგრამ სწორედ მისმა გოლებმა გაამარჯვებინეს "კილმესს" ლიდერზე.
ტურის მატჩი
არსენალი VS ხიმნასია
აუტსაიდერები კი არიან, მაგრამ ორივე გუნდი შინაარსიან ფეხბურთს თამაშობს და ეს მათ ახლაც დაამტკიცეს. ორმხრივი შეტევები, კარგი ტემპი, მომენტების ცვენა, ეს ამ დაპირისპირების დამახასიათებელი იყო. ბოლოს მოგება ნებისმიერ მხარეს შეეძლო. ყველაფერი კი სკანდალით დასრულდა, როცა მასპინძელ გუსტავო ბლანკო ლეშუკს აშკარა გოლი არ ჩაუთვალეს, თამაშგარე იყოო.
ტურის გუნდი
"ბოკა ხუნიორსი"
მორიგი ჩემპიონატი და მორიგი იმედგაცრუება "ბოკას" ფანებისთვის, მაგრამ გუნდი ხანდახან საოცარ მატჩსაც გამოურევს ხოლმე, როგორც ახლა სტუმრად "ურაკანთან". ფალსიონის გუნდმა ლამაზი, კომბინაციური ფეხბურთი აჩვენა, იქნება თუ არა გაგრძელება? ვინ იცის...
ტურის გმირი
პაბლო ვასკესი
27 წლის ფორვარდმა ბევრი სამხრეთამერიკული გუნდი მოიარა, ერთ ადგილას დიდ ხანს ვერსად ჩერდებოდა. ყველაზე მეტი გოლი არგენტინის ჩემპიონატში მან 2007 წლის "ნიუელს ოლდ ბოისში" გაიტანა - 2. ზუსტად იმდენი, რამდენიც მან წუთნახევრის განმავლობაში შეაგდო ლიდერის კარში.
ტურის გოლები
მარიანო დონდა (გოდოი კრუსი) "რივერის" კარში.
ნიკოლას კოლასო (ბოკა) "ურაკანის" კარში.
კრისტიან ჩავესი (ბოკა) "ურაკანის" კარში.
ნიუელსი-ბანფილდი 0:1
გოლი: 0:1 აჩუკარო (58)
ინდეპენდიენტე-ოლ ბოისი 2:2
გოლები: 1:0 პარა (41), 2:0 ბატიონი (56) - 2:1 ერეროსი (78), 2:2 გილიოტი (81)
ესტუდიანტესი-კოლონი 0:2
გოლები: 0:1 ფუერტესი (40), 0:2 დ. დიასი (90)
ველესი-კილმესი 2:3
გოლები: 1:0 კანტეროსი (38), 1:1 კანეო (64), 1:2 პ. ვასკესი (80), 1:3 პ. ვასკესი (81), 2:3 ვულეტიჩი (90)
გაძევება: გარნიერი (83. კილმესი)
რივერი-გოდოი კრუსი 1:2
გოლები: 1:0 მაიდანა (37), 1:1 ზ. გარსია (48), 1:2 დონდა (86)
არსენალი-ხიმნასია 1:1
გოლები: 1:0 ობოლო (33), 1:1 ბაროსი (67)
ტიგრე-სან ლორენსო 1:0
გოლი: 1:0 ფერარი (5 ს.კ.)
ურაკანი-ბოკა 0:3
გოლები: 0:1 ჩავესი (19), 0:2 კოლასო (46), 0:3 პალერმო (83)
არხენტინოსი-რასინგი 2:1
გოლები: 0:1 გუტიერესი (17), 1:1 სალსედო (58), 2:1 პროსპერი (77)
გაძევება: სუკულინი (60. რასინგი)
ლანუსი-ოლიმპო 1:1
გოლები: 1:0 რომერო (77), 1:1 კობო (89)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 11 6 3 2 19-11 21
2. გოდოი კრუსი 11 6 2 3 20-16 20
3. რივერი 11 5 4 2 10-6 19
4. ოლიმპო 11 5 3 3 20-15 18
5. არხენტინოსი 11 4 6 1 10-5 18
6. ბანფილდი 11 5 3 3 12-11 18
7. ესტუდიანტესი 11 5 2 4 12-9 17
8. კოლონი 11 5 2 4 14-15 17
9. ლანუსი 11 4 4 3 15-11 16
10. რასინგი 11 5 1 5 16-14 16
11. სან ლორენსო 11 4 3 4 11-9 15
12. ტიგრე 11 4 3 4 13-14 15
13. ინდეპენდიენტე 11 3 5 3 15-13 14
14. ბოკა 11 4 2 5 11-14 14
15. ოლ ბოისი 11 3 3 5 8-14 12
16. არსენალი 11 2 5 4 13-15 11
17. ხიმნასია 11 2 5 4 10-14 11
18. ურაკანი 11 2 5 4 13-19 11
19. კილმესი 11 2 3 6 12-16 9
20. ნიუელსი 11 1 2 8 10-23 5
ბომბარდირები: 9 - სტრაკვალურსი (ტიგრე); 7 - გუტიერესი (რასინგი), კამპორა (ურაკანი); 6 - ფუერტესი (კოლონი); 5 - ნეირა (ხიმნასია), მაჯოლო (ოლიმპო), ვალერი (ლანუსი), ს. სილვა (ველესი).