ახალი არგენტინა: ბატისტამ ბანეგას დაუძახა

AutoSharing Option

უმწვრთნელოდ დარჩენილი არგენტინის ნაკრები 11 აგვისტოს დუბლინში ირლანდიელთა წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც ირლანდიის ნაკრებთან მატჩისთვის მოემზადებიან, სიაში მოხვდნენ "ვალენსიას" ნახევარმცველი ევერ ბანეგა, "რეალის" შუახაზელი ფერნანდო გაგო და "ნაპოლის" ფორვარდი ესეკიელ ლავეცი. მოგეხსენებათ, მეორე დღეა, რაც დიეგო მარადონა აღარ არის არგენტინელთა თავკაცი, ამიტომაც დუბლინური სია მწვრთნელის ასისტენტმა და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა სერხიო ბატისტამ შეადგინა, თუმცა მარადონას მითითებების მიხედვით.
ნაკრები მთლიანად ევროპაში მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული.

მეკარეები: სერხიო რომერო, მარიანო ანდუხარი.
მცველები: მარტინ დემიკელისი, ვალტერ

სამუელი, ნიკოლას ბურდისო, გაბრიელ ჰაინცე, ფაბრიციო კოლოჩინი, ემილიანო ინსუა, პაბლო საბალეტა.
ნახევარმცველები: ანხელ დი მარია, მაქსი როდრიგესი, ხავიერ მასკერანო, ხონას გუტიერესი, მარიო ბოლატი, ხავიერ პასტორე, ხესუს დატოლო, ფერნანდო გაგო, ევერ ბანეგა.
ფორვარდები: სერხიო აგუერო, კარლოს ტევესი, გონსალო იგუაინი, ლიონელ მესი, დიეგო მილიტო, ესეკიელ ლავეცი.

ლელო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული