ლამელას პრიმერაში ვეღარ დამალავენ

AutoSharing Option
ხიმნასია-ნიუელსი 1:2
გოლები: 1:0 ბაროსი (33), 1:1 სკიავი (76-პენ), 1:2 ბიელერი (82)
გაძევება: მასუერო (75. ხიმნასია)

ბანფილდი-კილმესი 3:4
გოლები: 0:1 რომეო (23), 1:1 კინტეროსი (24), 1:2 კანეო (32-პენ), 2:2 ფ. ფერეირა (52), 3:2 ბარბარო (60), 3:3 პ. ვასკესი (76), 3:4 კაუტერუჩიო (84)
გაძევება: გერლო (90. კილმეში)

სან ლორენსო-ურაკანი 3:0
გოლები: 1:0 ორტიგოსა (54-პენ), 2:0 სალგეირო (61), 3:0 ველასკესი (68)
გაძევება: კიროგა (53. ურაკანი)

ოლ ბოისი-არხენტინოსი 0:0

რასინგი-რივერი 0:1
გოლი: 0:1 პავონე (34-პენ)
გაძევება: ხ. დიასი (45. არხენტინოსი)

გოდოი კრუსი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 ლ. ლოპესი (10), 0:2
ა. გონსალესი (21), 1:2 ნავარო (25), 1:3 ობოლო (61), 1:4 ობოლო (70)

ესტუდიანტესი-ველესი 0:4
გოლები: 0:1 ა. ფერნანდესი (36), 0:2 მორალესი (41), 0:3 მორალესი (62-პენ), 0:4 რამირესი (89)
გაძევება: ბრანია (61. ესტუდიანტესი)

ოლიმპო-ტიგრე 2:2
გოლები: 1:0 გალვანი (6), 1:1 რ. მარტინესი (33), 1:2 რ. მარტინესი (51), 2:2 ბარეირო (56)

კოლონი-ლანუსი 0:1
გოლი: 0:1 ლ. დიასი (57)
გაძევება: გოლცი (90. ლანუსი)

ბოკა-ინდეპენდიენტე 1:1
გოლები: 1:0 პალერმო (22), 1:1 ვილიაფანიესი (77)

ალმეიდა წლის ბოლომდე რჩება
წინა ტურის მიმოხილვაში ვიკითხეთ, რომ ხომ არ იყო მარტინ პალერმოს გოლი ბოლო მის კარიერაში, მაგრამ "ბოკა ხუნიორსის" ვეტერანი ფორვარდი სულ სხვა აზრისა აღმოჩნდა - მან ნამდვილი შედევრი შემოგვთავაზა და მე-12 ტურში გოლი ქუსლით გაიტანა.


ტურის მოვლენები
კლაუსურას კიდევ ერთი მწვრთნელი შეეწირა - "ხიმნასია" აუტსაიდერ "ნიუელს ოლდ ბოისთან" დამარცხდა და ანხელ კაპას კარზე მიუთითეს. ამ მწვრთნელმა ვერაფერი გააწყო "რივერ პლეიტში", "ხიმნასიაში" კი თამაში იყო, მაგრამ შედეგი - არა. ახლა კი, როცა ლა პლატას გუნდი გავარდნის პირასაა, შედეგი უპირველესია. კლუბის ხელმძღვანელობა რისკზე მიდის - სეზონის ბოლომდე თანამდებობაზე სრულიად გამოუცდელი დარიო ორტისი დანიშნეს. "ხიმნასიას" კი ჯადოქარი უფრო უშველიდა. მოკლედ, ორტისი ძალიან რთულ საქმეს შეეჭიდა, "ხიმნასია" პრიმერადივიზიონში უნდა დატოვოს.

თავად "ნიუელსის" გამარჯვებაც უკვე მოვლენაა. კლაუსურაზე ეს სულ მეორედ მოხდა, ლეო მესის ბავშვობის გუნდმა 10-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, ხოლო მისმა თავკაცმა ხავიერ ტორენტემ სულაც პირველი გამარჯვება მიითვალა.

"სან ლორენსომ" დერბიში "ურაკანი" მიწასთან გაასწორა. გუნდიდან რამონ დიასის წასვლის შემდეგ "სან ლორენსოს" ვეღარ აჩერებენ, თუმცა მის დროებით თავკაცებს, ანხელ ტოხოს და კარლოს ველას თანამდებობაზე დარჩენის მაინც მცირე შანსი აქვთ. დღეისათვის ოთხი კანდიდატი გამოიკვეთა: დიეგო კანია, ლეონარდო მადელონი, ლუის სუბელდია და ნესტორ სენსინი.

ლიდერი ესტუმრა ჩემპიონს და 4:0 გაანადგურა და ამით თითქმის მოუსპო კვლავ გაჩემპიონების შანსი. ვფიქრობთ, "სტუდენტები" აპერტურას მიღწევას ვეღარ გაიმეორებენ. მაგრამ იქნება კი ახალი ჩემპიონი სწორედ "ველეს სარსფილდი"? "რივერ პლეიტი" აშკარად წინააღმდეგია.

სარანდის "არსენალს" 7 მატჩი ვერ მოიგო და, როგორც იქნა, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა იმარჯვა, თანაც დიდი ანგარიშით, სტუმრად (თუმცა თამაში ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდა) და ერთ-ერთ ლიდერთან მატჩში!


ტურის ციფრები
მე-12 ტური, წინამორბედის მსგავსად, უხვგოლიანი გამოდგა - 10 თამაშში 30 გოლი გავიდა. მასპინძლები კვლავ "დამარცხდნენ" - 11:19. ტურში სამი დუბლი ვიხილეთ: 2-2 გოლი გაიტანეს მაქსი მორალესმა (ველესი), რომან მარტინესმა (ტიგრე) და მაურო ობოლომ (არსენალი). "ტიგრეს" დენის სტრაკვალურსი კვლავ ლიდერობს ბომბარდირთა დავას.


ტურის მატჩი
ასეთი ორი იყო... ბანფილდი ვს კილმესი: არცთუ საუკეთესო ხარისხის ფეხბურთი, მაგრამ 7 გოლი ვიხილეთ და სიუჟეტი ძალიან მწვავე იყო, ბოლოს დრამატულიც. ეს "კილმესის" ზედიზედ მე-3 გამარჯვებაა! მანამდე კი ამ გუნდს მოგება არ ჰქონდა.
ბოკა ვს ინდეპენდიენტე: "კლასიკოც" ამას ჰქვია - პირველ ტაიმში "ინდეპენდიენტემ" მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა და ეს ნამდვილი სასწაულია, იმდენად დიდი იყო "ბოკას" უპირატესობა, მეორეში კი, რომ არა ლუკეტის დამაჯერებელი თამაში, კაცმა არ იცის, შეძლებდა კი მასპინძელთა გუნდი ქულის შენარჩუნებას.


ტურის გმირი
ერიკ ლამელა (რივერი)

"რასინგთან" "კლასიკოს" საუკეთესო ფეხბურთელი 19 წლის 10-იანი იყო. მისი გარღვევა (ხუგადა) ერთ რამედ ღირდა, რომელსაც მოჰყვა კიდევაც პენალტი მასპინძელთა კარში. ამ ბიჭს არგენტინის პირველობა დიდ ხანს ვეღარ შეინარჩუნებს: "ატლეტიკო", "ლივერპული", "ტოტენჰემი", "რომა" და "ინტერი". ეს იმ გუნდთა მცირე ჩამონათვალია, რომელთაც ლამელას შეძენა სურთ.

ტურის გოლები
მარტინ პალერმო (ბოკა) "ინდეპენდიენტეს" კარში.
რომან მარტინესი (ტიგრე) მეორე გოლი "ოლიმპოს" კარში.
მაქსი მორალესი (ველესი) პირველი გოლი "ესტუდიანტესის" კარში.


ტურის პასის ავტორი უთუოდ "სან ლორენსოს" მცველი დიეგო ერნერია, მან 80-მეტრიანი პასით ხუან სალგეიროს გაატანინა.

დაბოლოს, ერთი სიახლეც - "რივერის" გამოცდილმა ნახევარმცველმა მათიას ალმეიდამ გადაწყვიტა, რომ სეზონის ბოლოს აღარ დაასრულოს კარიერა და 2011 წლის ბოლომდე დაეხმაროს გუნდს, 37 წლის ფეხბურთელმა თქვა, მერე კიდევ ვნახოთო...


თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 12 7 3 2 23-11 24
2. რივერი 12 6 4 2 11-6 22
3. გოდოი კრუსი 12 6 2 4 21-20 20
4. ოლიმპო 12 5 4 3 22-17 19
5. ლანუსი 12 5 4 3 16-11 19
6. არხენტინოსი 12 4 7 1 10-5 19
7. სან ლორენსო 12 5 3 4 14-9 18
8. ბანფილდი 12 5 3 4 15-15 18
9. ესტუდიანტესი 12 5 2 5 12-13 17
10. კოლონი 12 5 2 5 14-16 17
11. რასინგი 12 5 1 6 16-15 16
12. ტიგრე 12 4 4 4 15-16 16
13. ინდეპენდიენ. 12 3 6 3 16-14 15
14. ბოკა 12 4 3 5 12-15 15
15. არსენალი 12 3 5 4 17-16 14
16. ოლ ბოისი 12 3 4 5 8-14 13
17. კილმესი 12 3 3 6 16-19 12
18. ხიმნასია 12 2 5 5 11-16 11
19. ურაკანი 12 2 5 5 13-22 11
20. ნიუელსი 12 2 2 8 12-24 8

ბომბარდირები: 9 - სტრაკვალურსი (ტიგრე); 7 - გუტიერესი (რასინგი), კამპორა (ურაკანი); 6 - ობოლო (არსენალი), ფუერტესი (კოლონი).

მომდევნო ტური
6 მაისი: ნიუელსი-გოდოი კრუსი.
7 მაისი: კილმესი-ხიმნასია, ურაკანი-ოლიმპო, ტიგრე-კოლონი, არსენალი-რასინგი.
8 მაისი: ლანუსი-ესტუდიანტესი, არხენტინოსი-ბოკა, რივერი-ოლ ბოისი, ინდეპენდიენტე-სან ლორენსო.
9 მაისი: ველესი-ბანფილდი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული