მარტინ პალერმო კარიერას ასრულებს

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" 37 წლის ნახევარმცველმა მარტინ პალერმომ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. არგენტინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე სეზონი მისთვის ბოლო იქნება.

"გადაწყვეტილება უკვე მივიღე და მას ვერავინ გადამათქმევინებს. ასაკი უმაღლეს დონეზე გამოსვლის საშუალებას არ მაძლევს, ამიტომ დროა გზა ახალგაზრდებს დავუთმო", - თქვა პალერმომ.

კარიერის მანძილზე პალერმო ხუთჯერ გახდა არგენტინის ჩემპიონი, ორჯერ ლიბერტადორესის თასი მოიგო. ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვა. "ბოკა ხუნიორსის" შემადგენლობაში მან 298 მატჩი ჩაატარა და 186 გოლი გაიტანა. არგეტნინის ნაკრებში პალერმოს 15-ჯერ უთამაშია და მეტოქეთა კარის ბადე 9-ჯერ შეარხია.

მომზადებულია Clarin-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული