სუპერკლასიკოს წინ

AutoSharing Option
ნიუელსი-გოდოი კრუსი 1:3
გოლები: 0:1 სიგალი (16), 0:2 დონდა (35), 1:2 ველასკესი (89), 1:3 კ. სანჩესი (90)

კილმესი-ხიმნასია 2:2
გოლები: 1:0 პ. ვასკესი (2), 1:1 ლ. კასტრო (31), 1:2 გრაფი (64), 2:2 კალინსკი (78)

ურაკანი-ოლიმპო 1:2
გოლები: 0:1 გალვანი (48), 1:1 კამპორა (50), 1:2 ბარეირო (91)

ტიგრე-კოლონი 3:0
გოლები: 1:0 მორალესი (33), 2:0 სტრაკვალურსი (56), 3:0 მორალესი (60)

არსენალი-რასინგი 1:2
გოლები: 0:1 ვიოლა (80), 0:2 ტორანსო (81), 1:2 ალუსტისა (83)

ლანუსი-ესტუდიანტესი 0:0
გაძევება: რეგეირო (64. ლანუსი)

არხენტინოსი-ბოკა 0:2
გოლები: 0:1 პალერმო (4), 0:2 რიკელმე (20)

რივერი-ოლ ბოისი 0:2
გოლები: 0:1 ჯილიოტი (36), 0:2 ხ. როდრიგესი (90)

ინდეპენდიენტე-სან ლორენსო 1:1
გოლები: 1:0 პარა (33), 1:1 სალგეირო (49)

ველესი-ბანფილდი 2:0
გოლები: 1:0 კუბერო (82), 2:0 რამირესი (90)


მომდევნო ტურში არგენტინაში ყველა მხოლოდ ერთ თამაშზე ილაპარაკებს - 15 მაისს "სუპერკლასიკოა" - "რივერ პლეიტი" "ბოკა ხუნიორსს" მასპინძლობს. ახალგაზრდა ერიკ ლამელა ბებერი ხუან რიკელმეს წინააღმდეგ! დიდი ბრძოლა გველის. "რივერი" ჩემპიონატში 4 ქულით უსწრებს "ბოკას". მანამდე კი მე-13 ტურის მიმოხილვა იხილეთ...


ტურის მოვლენები
ზედ სუპერკლასიკოს წინ "რივერ პლეიტმა" შინ "ოლ ბოისთან" წააგო და "ველეს სარსფილდს" 4-ქულიანი ჰანდიკაპით დაწინაურების შანსი მისცა. სხვათა შორის, "მილიონარესმა" აპერტურაშიც წააგო ამ გუნდთან, რასაც მაშინ ანხელ კაპას გადაყენება მოჰყვა.

ზედიზედ 10 ტურია, ვერ იგებს "ესტუდიანტესი". ერთ დროს კლაუსურას მოგების პრეტენდენტები ახლა უიმედოდ ჩაეშვნენ ცხრილის შუაში. ასეთი გრძელი მოუგებელი სერია არავის აქვს ახლა არგენტინაში - "ხიმნასიას" 7 მატჩია არ მოუგია, "ურაკანს" - 6. ერთი მოუგებელი თამაშიც და ლაპლატელები თავიანთ 1995 წლის ანტირეკორდს გაიმეორებენ. აი, კიდევ ერთ ცუდ შედეგს კი ედუარდო ბერიცოს ნაღდად არ აპატიებენ და პოსტს დაატოვებინებენ, თუმცა მწვრთნელს არც ახლა აქვს კარგი პერსპექტივა - ყველაზე დიდი, სეზონის ბოლომდე მიაღწიოს.
"რასინგმა" უშუალო კონკურენტ "არსენალს" მოუგო და კოპა სუდამერიკანას საგზურისთვის ბრძოლაში დაწინაურდა.


ტურის ციფრები
ტურში 25 გოლი გავიდა (2,5 მატჩში). კვლავ სტუმრებმა უფრო იყოჩაღეს - 14:11. დუბლი მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა შეასრულა, ეს "ტიგრეს" ათიანი დიეგო მორალესია, რომელმაც დენის სტრაკვალურსისთან ტანდემში "კოლონს" გამანადგურებელი მარცხი მიაყენა. სტრაკვალურსი 10 გოლით ერთპიროვნული ბომბარდირია (ზოგი გამოცემა მას 9 გოლს უთვლის). ლიდერს კვალში ხავიერ კამპორა მიყვება (8 გოლი), "ურაკანის" ერთადერთი ნათელი წერტილი.


ტურის მატჩი
ინდეპენდიენტე vs სან ლორენსო

ორივე გუნდი თამაშობდა თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, ამიტომაც "კლასიკო" ძალიან კარგი სანახავი გამოდგა.


ტურის გმირი
ხუან რიკელმე (ბოკა)
პირველ ტაიმში "ბოკა ხუნიორსი" მისი წყალობით ბურთს სრულად აკონტროლებდა, რიკელმა თავისი გოლი საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ფალსიონიმ აღარ გარისკა და სუპერკლასიკოს წინ გუნდის ლიდერი დაასვენა. მწვრთნელი დარწმუნებული იყო, რომ ორგოლიანი უპირატესობა საკმარისი იყო მატჩის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად. რიკელმეს გარეშე კი "ბოკამ" ბურთი დაკარგა, საკუთარ ნახევარზე "ჩაიკეტა" და, რომ არა, ლუკეტის საიმედო თამაში კარში და "არხენტინოსის" ფორვარდების უგერგილო გარჯა, სულ სხვა შედეგს ვიხილავდით, მაგრამ "ხოჭოებმა" თავიანთი უდიდესი უპირატესობის გამოყენება ვეღარ შეძლეს.


ტურის ანტიგმირი
ნიკოლას ნავარო (არხენტინოსი)

ეს მეკარე ძალზე საეჭვო რეპუტაციისაა. სწორედ მის გამო გამოვარდა "ფლუმინენსესთან" მატჩში "არხენტინოს ხუნიორსი", არადა, "ხოჭოებს" ფრეც ჰყოფნიდან მერვედფინალში გასასვლელად. იმავე თამაშის დასრულების შემდეგ, მისმა ჟესტებმა ბრაზილიელ და არგენტინელ ფეხბურთელებს შორის სერიოზული შეხლა-შემოხლა გამოიწვია.

"ბოკას" ორივე გოლი ნავაროს კისერზეა. პირველ შემთხვევაში მოუჩეს დარტყმული უხეიროდ მოიგერია და მარტინ პალერმოს დამატების საშუალება მისცა. მეორე გოლის შემთხვევაში კი ცოცხალი კედელი ძალზე სასაცილოდ დააყენა და რიკელმესაც მეტი რა უნდოდა. შემდეგ გოლკიპერი სულ ტყუილუბრალოდ ეცა მსაჯს, მეორე ტაიმში გამოსვლაზე ძალიან სერიოზული შეცდომა დაუშვა და ის მხოლოდ მცველმა იხსნა გოლისგან. მოკლედ, ნიკოლას ნავარო ნამდვილი ანტიგმირია.


ტურის კურიოზი
შესაძლოა, არგენტინელები ბურთის ფლობის ისეთი ოსტატები არ არიან, როგორც მათი მეზობლები, მაგრამ ისინიც საკმაოდ გაშინაურებულნი არიან ამ მრგვალ საგანთან. ამიტომაც, მაყურებელს სიცილით არ ეყო, როცა გუსტავო ობერმანმა ჩაწოდებისას ბურთს ფეხი ააცილა.


ტურის გოლები
ლეანდრო ველასკესი (ნიუელსი) "გოდოი კრუსის" კარში.
მატიას ალუსტისა (არსენალი) "რასინგის" კარში.
დიეგო მორალესი (ტიგრე) მეორე გოლი "კოლონის" კარში.


ბრძოლა (გა)დარჩენისთვის
საოცარია, მაგრამ ფაქტია - არგენტინული სისტემის გადამკიდე, გავარდნის კანდიდატია გუნდი, რომელიც ერთდროულად ჩემპიონობისთვის იბრძვის! იქ ხომ ბოლო სამი სეზონის კოეფიციენტების მიხედვით ითვლიან გასავარდნთა სიას. ბოლო 2 გუნდი ეგრევე ვარდება, ხოლო კიდევ 2 პლეი ოფში ითამაშებს. იხილეთ ცხრილი.

გუნდი კოეფიც.
15. ინდეპენდიენტე 1,268
16. რივერი 1,268
17. ოლიმპო 1,250
18. ურაკანი 1,129
19. ხიმნასია 1,101
20. კილმესი 1,000

"კოპა ლიბერტადორესზე" ერთადერთი არგენტინული გუნდი დარჩა - "ველეს სარსფილდი". დღეისათვის, უდაოდ, საუკეთესო ქვეყანაში. პირველ მეოთხედფინალში "ველესი" პარაგვაულ "ლიბერტადს" მასპინძლობს.


თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 13 8 3 2 25-11 27
2. გოდოი კრუსი 13 7 2 4 24-21 23
3. ოლიმპო 13 6 4 3 24-18 22
4. რივერი 13 6 4 3 11-8 22
5. ლანუსი 13 5 5 3 16-11 20
6. სან ლორენსო 13 5 4 4 15-10 19
7. არხენტინოსი 13 4 7 2 10-7 19
8. ტიგრე 13 5 4 4 18-16 19
9. რასინგი 13 6 1 6 18-16 19
10. ბოკა 13 5 3 5 14-15 18
11. ესტუდიანტესი 13 5 3 5 12-13 18
12. ბანფილდი 13 5 3 5 15-17 18
13. კოლონი 13 5 2 6 14-19 17
14. ინდეპენდიენტე 13 3 7 3 17-15 16
15. ოლ ბოისი 13 4 4 5 10-14 16
16. არსენალი 13 3 5 5 18-18 14
17. კილმესი 13 3 4 6 18-21 13
18. ხიმნასია 13 2 6 5 13-18 12
19. ურაკანი 13 2 5 6 14-24 11
20. ნიუელსი 13 2 2 9 13-27 8

ბომბარდირები: 10 - სტრაკვალურსი (ტიგრე); 8 - კამპორა (ურაკანი); 7 - გუტიერესი (რასინგი); 6 - ობოლო (არსენალი), ფუერტესი (კოლონი), ბარეირო (ოლიმპო).

მომდევნო ტური

13 მაისი: კოლონი-ურაკანი, გოდოი კრუსი-კილმესი.
14 მაისი: ხიმნასია-ბანფილდი, სან ლორენსო-არხენტინოსი, ოლ ბოისი-არსენალი, რასინგი-ნიუელსი.
15 მაისი: ესტუდიანტესი-ტიგრე, ბოკა-რივერი, ოლიმპო-ინდეპენდიენტე, ლანუსი-ველესი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული