სუპერკლასიკო და... მასზე უკეთესი

AutoSharing Option

გოდოი კრუსი-კილმესი 2:0
გოლები: 1:0 რამირესი (13), 2:0 ვილიარი (29)

ხიმნასია-ბანფილდი 2:0
გოლები: 1:0 გრაფი (37), 2:0 კაპურო (55)
გაძევება: მ. დოს სანტოსი (89. ბანფილდი)

სან ლორენსო-არხენტინოსი 1:2
გოლები: 0:1 ე. ერნანდესი (7), 1:1 რომანიოლი (20), 1:2 ბასუალდო (45)

ოლ ბოისი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 ჯილიოტი (54)

კოლონი-ურაკანი 3:0
გოლები: 1:0 დ. დიასი (7), 2:0 ფუერტესი (28), 3:0 დ. დიასი (39)

რასინგი-ნიუელსი 3:0
გოლები: 1:0 გუტიერესი (17), 2:0 აველდანო (34), 3:0 გუტიერესი (85)
გაძევება: ლემა (63. ნიუელსი)

ესტუდიანტესი-ტიგრე 2:2
გოლები: 1:0 ფერნანდესი (45-პენ), 1:1 ლეონე (51), 2:1 პერესი
(59), 2:2 ეჩევერია (74)

ბოკა-რივერი 2:0
გოლები: 1:0 კარისო (28 ს.კ.), 2:0 პალერმო (31)
გაძევება: როდრიგესი (90. ბოკა), ალმეიდა (90. რივერი)

ოლიმპო-ინდეპენდიენტე 1:2
გოლები: 0:1 პარა (48), 0:2 როდრიგესი (88), 1:2 ფურხი (90)
გაძევება: დომინგესი (88. ოლიმპო)

ლანუსი-ველესი 3:2
გოლები: 0:1 რამირესი (4), 1:1 ოიოსი (15), 1:2 რამირესი (28), 2:2 ვალერი (40), 3:2 რომერო (52)

გთავაზობთ არგენტინის საშემოდგომო პირველობის მე-14 ტურის შეჯამებას. ტური კი მართლაც გამორჩეული იყო "სუპერკლასიკოს" გამო...

ტურის მოვლენები
"სუპერკლასიკო" თავისთავად უკვე მოვლენაა - "ბოკა ხუნიორსისა" და "რივერ პლეიტის" დაპირისპირება უმნიშვნელოვანესი მატჩია, მიუხედავად იმისა, როგორი სატურნირო მდგომარეობა აქვთ ამ კლუბებს. პლანეტის მთავარი დერბის შესახებ მეორე დღეს მედია რადიკალურად განსხვავებულ სტატიებს წერდა. ერთნი თუ აღფრთოვანებულნი იყვნენ დაპირისპირებით, მეორენი ამტკიცებდნენ, რომ "სუპერკლასიკოზე" ფეხბურთი თითქმის არ იყო. თუმცა მეორე ტაიმში ორივე გუნდმა შემტევი ფეხბურთი აჩვენა და "რივერი", მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა, ერთი წამითაც არ დანებებულა.

თუმცა, ვაღიაროთ, "ბოკა" მაინც უკეთესი გუნდი იყო იმ დღეს "ბომბონერაზე". სხვათა შორის, ამ თამაშს რობერტო ბაჯო დაესწრო, იტალიელი დიდი ხანია გულშემატკივრობს "ბოკა ხუნიორსს".

ეს იყო ბოლო "სუპერკლასიკო" "ბოკას" ვეტერან მარტინ პალერმოსთვის - მე-18 და უკანასკნელი და ის გოლით დაემშვიდობა დერბის. ხუთი მატჩიც და პალერმო საბოლოოდ დაგვემშვიდობება, მისთვის ფეხბურთი სრულდება.

"ესტუდიანტესმა" კლუბის ისტორიაში ანტირეკორდი გაიმეორა - ზედიზედ მე-11 მატჩში ვერ მოიგო. ეს კი 16 წლის წინანდელი "მიღწევაა". ბერიცო ჯიუტად რჩება პოსტზე და, რაც ყველაზე საკვირველია, მას არც "ესტუდიანტესის" ხელმძღვანელობა აგდებს.

ტურნირის ერთპიროვნულმა ლიდერმა "ველეს სარსფილდმა" ხელიდან გაუშვა დაწინაურების ბრწყინვალე შანსი, "ლანუსთან" წააგო და სატურნირო მდგომარეობა გაიუარესა. "ველესს" ქულით ჩამორჩება "გოდოი კრუსი", რომელიც ლიდერისგან განსხვავებით, ორ ფრონტზე არ იბრძვის. ამ სენსაციური მოგებით თავად "ლანუსმაც" შეინარჩუნა ჩემპიონობის შანსი.

"ხიმნასია ლა პლატამ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია, როგორც იქნა, შეწყვიტა - "მგლებმა" "ბანფილდი" 2:0 დაამარცხეს. ეს მწვრთნელ დარიო ორტისის პირველი გამარჯვებაა. "ინდეპენდიენტემ" კი მოგებით გავარდნის საფრთხე ფაქტობრივად აიცილა თავიდან.


ტურის ციფრები
სულ 28 გოლი გავიდა, 2,8 საშუალოდ ერთ მატჩში. მასპინძლებმა 20:8 მოიგეს. სამმა ფეხბურთელმა ამ ტურში დუბლი შეასრულა: დამიან დიასმა (კოლონი), ტეო გუტიერესმა (რასინგი) და დავიდ რამირესმა (ველესი). თუკი პირველი ორის გოლებმა თავიანთ გუნდებს გაამარჯვებინა, რამირესის მოწადინება ამაო გამოდგა. ახლა ბომბარდირთა დავაში ორი ლიდერია გუტიერესი "ტიგრეს" ფორვარდ დენის სტრაკვალურსის დაეწია (9-9 გოლი).


ტურის მატჩი
ლანუსი-ველესი

დიახ, ამ ტურში "სუპერკლასიკოზე" საინტერესო მატჩი ვიხილეთ. მართლაც თვალსასეირო და დრამატული შეხვედრა ვიხილეთ, რომელშიც მასპინძლები ორჯერ აგებდნენ და საბოლოოდ გამარჯვებულები დარჩნენ.


ტურის გმირი
დიეგო ვალერი (ლანუსი): ტურის საუკეთესო და უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გოლი და საგოლე პასი მიითვალა. ვალერი მართლაც საუკეთესო იყო ორივე გუნდში.


ტურის სკანდალი
სკანდალი "სუპერკლასიკოს" არბიტრის, პატრისიო ლუსტოს მსაჯობამ გამოიწვია. მან რამდენიმე მომენტში (საეჭვო სიტუაციებში) არ დადო პენალტი მასპინძელთა კარში, რითაც "მილიონარესის" ფეხბურთელთა წყრომა გამოიწვია. სხვათა შორის, ლუსტოს არც უნდა ემსაჯა ეს შეხვედრა. თავიდან არგენტინაში ყველაზე ავტორიტეტული არბიტრი ექტორ ბალდასი დანიშნეს, რომელსაც, მოულოდნელად, ბრმა ნაწლავმა შეუტია.

თამაშის მიწურულს "რივერის" ვეტერანმა მათიას ალმეიდამ სულ დაკარგა თავის კონტროლი და ეჩხუბა ყველასა და ყველაფერს ირგვლივ, რისთვისაც სამართლიანად გააძევეს. გატუზო მონაგონია ალმეიდასთან!


ტურის კურიოზი
საბრალო ხუან პაბლო კარისო (რომელიც ესპანური პრიმერადივიზიონიდან გემახსოვრებათ), "რივერ პლეიტის" მეკარემ ასეთ მატჩში უდიდესი შეცდომა დაუშვა - "ბოკა" კუთხურს აწოდებდა, როცა ჩაწოდებული, გამოტანის მაგივრად საკუთარ კარში შეაგდო. სასტიკად არ გაუმართლდა "რივერის" მართლაცდა კარგ კარის დარაჯს.


ტურის გოლები
პატრისიო როდრიგესი (ინდეპენდიენტე): გუნდის მეორე გოლი "ოლიმპოს" კარში.
ლეანდრო რომანიოლი (სან ლორენსე): გოლი "არხენტინოს ხუნიორსის" კარში.
ემანუელ ჯილიოტი (ოლ ბოისი): გამარჯვების გოლი "არსენალის" კარში.


თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 14 8 3 3 27-14 27
2. გოდოი კრუსი 14 8 2 4 26-21 26
3. ლანუსი 14 6 5 3 19-13 23
4. ოლიმპო 14 6 4 4 25-20 22
5. რასინგი 14 7 1 6 21-16 22
6. არხენტინოსი 14 5 7 2 12-8 22
7. რივერი 14 6 4 4 11-10 22
8. ბოკა 14 6 3 5 16-15 21
9. ტიგრე 14 5 5 4 20-18 20
10. კოლონი 14 6 2 6 17-19 20
11. სან ლორენსო 14 5 4 5 16-12 19
12. ინდეპენდიენტე 14 4 7 3 19-16 19
13. ესტუდიანტესი 14 5 4 5 14-15 19
14. ოლ ბოისი 14 5 4 5 11-14 19
15. ბანფილდი 14 5 3 6 15-19 18
16. ხიმნასია 14 3 6 5 15-18 15
17. არსენალი 14 3 5 6 18-19 14
18. კილმესი 14 3 4 7 18-23 13
19. ურაკანი 14 2 5 7 14-27 11
20. ნიუელსი 14 2 2 10 13-30 8

ბომბარდირები: 9 - სტრაკვალურსი (ტიგრე), გუტიერესი (რასინგი); 8 - კამპორა (ურაკანი); 7 - ფუერტესი (კოლონი); 6 - ბარეირო (ოლიმპო), ვალერი (ლანუსი), ობოლო (არსენალი), რამირესი (ველესი).


მომდევნო ტური
20 მაისი: ნიუელსი-ოლ ბოისი, ბანფილდი-გოდოი კრუსი.
21 მაისი: ტიგრე-ლანუსი, არხენტინოსი-ოლიმპო, ურაკანი-ესტუდიანტესი, ინდეპენდიენტე-კოლონი.
22 მაისი: კილმესი-რასინგი, ველესი-ხიმნასია, რივერი-სან ლორენსო, არსენალი-ბოკა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული